|
2022-08-26 13:24:36, 2506 ნახვა
მსოფლიო
უკრაინის რადამ ოპოზიციური პლატფორმის ყველა წევრს უფლებამოსილება უვადოდ შეუწყვიტა
დამოუკიდებლობის დღეს, 24 აგვისტოს, სახალხო დეპუტატთა ჯგუფმა, უკრაინის უმაღლეს რადაში დაარეგისტრირა რეზოლუციის პროექტი ოპოზიციური პლატფორმის ყველა პარლამენტარის უფლებამოსილების უვადოდ შეწყვეტის შესახებ. პროექტი ინიცირებული იყო „ევროპული სოლიდარობის“ სამი დეპუტატის, ალექსეი გონჩარენკოს, ვლადიმერ არიევის, სოფია ფედინასა და ფრაქცია „ხალხის მსახურის“ წევრის ოლეგ დუნდას მიერ. დოკუმენტის ავტორები რადას სთავაზობენ ვადაზე ადრე შეწყვიტონ დეპუტატების უფლებამოსილება „ოპოზიციური პლატფორმა სიცოცხლისთვის“ წევრებს, რადგან მათ დატოვეს ამ პარტია, ზოგიერთი კი საზღვარგარეთ იმყოფება. შეგახსენებთ, რომ 20 მარტს უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა, რომ ეროვნული უსაფრთხოებისა და თავდაცვის საბჭომ მიიღო გადაწყვეტილება, აეკრძალა „ოპოზიციური პლატფორმა სიცოცხლისთვის“ და ათზე მეტი პარტიის საქმიანობა საომარი მდგომარეობის დროს. 14 აპრილს რადამ გამოაცხადა ფრაქციის შეჩერების შესახებ, ისევე როგორც მისი ყველა უფლებამოსილების, მათ შორის, შემაჯამებელი საბჭოს სხდომებში მონაწილეობისა და მათი მოადგილეების საპარლამენტო კომიტეტებში ხელმძღვანელ თანამდებობებზე წარდგენის აკრძალვის შესახებ. მოგვიანებით, უმაღლეს რადაში, დეპუტატებმა, რომლებიც იყვნენ ფრაქცია „ოპოზიციური პლატფორმა სიცოცხლისთვის“ წევრები, შექმნეს დეპუტატთა ჯგუფი „პლატფორმა სიცოცხლისა და მშვიდობისთვის“. ჯგუფში, რომელსაც იური ბოიკო ხელმძღვანელობდა, შედიოდა 25 დეპუტატი. 23 აპრილს უკრაინის ეროვნული უსაფრხოებისა და თავდაცვის საბჭოს მდივანმა, ალექსეი დანილოვმა გამოთქვა მოსაზრება, რომ ყოფილი „ოპოზიციური პლატფორმა სიცოცხლისთვის“ დეპუტატებს არ აქვთ უფლება შეცვალონ სახელი და დარჩნენ პარლამენტში. მისი თქმით, ყოფილი ოპოზიციური პლატფორმის დეპუტატებმა ბოდიში უნდა მოუხადონ უკრაინელებს და დატოვონ პარლამენტი. 12 მაისს უმაღლეს რადას აცნობეს ფრაქციის საბოლოო ლიკვიდაციის შესახებ. იმავე დღეს, მომავლის პარტიის საპარლამენტო ჯგუფის თანათავმჯდომარემ ტარას ბატენკომ განაცხადა, რომ უზენაეს რადაში დარეგისტრირდა კანონპროექტი, რომელიც შეუძლებელს ხდის „ოპოზიციური პლატფორმა სიცოცხლისთვის“ და სხვა პარტიების წარმომადგენლებისთვის პარლამენტში კენჭისყრას.
პაპუაშვილი - ვერ მივიღებთ ჩვენი ისტორიის გადაწერისკენ მიმართულ კამპანიებს, ეს დევს მოწოდებებში, რომ 9 მაისი აღინიშნოს 8 მაისს, 9 მაისი „რუსულია“, რვა - „ევროპული“, ეს არჩევანი ყალბია
Amnesty International -მხოლოდ ეს ხუთი დაპატიმრება ნაკლებად ცვლის დაუსჯელობის უფრო ფართო სურათს საქართველოში
საფრანგეთში ჰანტავირუსით ინფიცირებულ პირებთან კონტაქტში მყოფი რვა ადამიანი კარანტინში მოათავსეს
ზელენსკის განკარგულებით, უკრაინის დარტყმის გეგმიდან მხოლოდ წითელ მოედანს გამორიცხავს
|
რედაქტორის რჩევით
ჟურნალისტების დადგენილი მოძალადე სპეცრაზმელები დაკავებულები არიან, სისტემამ თავისი საყრდენების ჭამა დაიწყო
წინადადება თბილისს: იცვლის თუ არა უკრაინა კურსს საქართველოსთან მიმართებაში
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ განაცხადა, რომ რუსეთის ფედერაციამ დაარღვია საკუთარი „ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება“: დუმილის იმიტაციაც კი არ ყოფილა
რუსეთის ფედერაციამ სუმის ოლქი დაბომბა: 5 დაღუპული, 11 დაჭრილი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)