05:35 - 03 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2022-08-26 10:02:21, 1252 ნახვა

მსოფლიო
ბაიდენი ზელენსკის ესაუბრა - მხარეები რუსეთს მიმართვას უგზავნიან

ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა და უკრაინის პრეზიდენტმა ვლადიმირ ზელენსკიმ სატელეფონო საუბარი გამართეს. ამის შესახებ ინფორმაცია თეთრი სახლის ვებგვერდზე გამოქვეყნდა. 

საუბრის თემა შეეხებოდა ზაპოროჟიეს ატომურ ელექტროსადგურს. მხარეები მოუწოდდებენ რუსეთს, რომ დაუბრუნოს კონტროლი უკრაინას. 

„ორივე ლიდერმა ასევე მოუწოდა რუსეთს უკრაინას დაუბრუნოს ზაპორიჟჟიას ატომური ელექტროსადგურის სრული კონტროლი და ატომური ენერგიის საერთაშორისო სააგენტოს სადგურზე წვდომა მისცეს“, - ნათქვამია განცხადებაში.

ბაიდენმა ასევე მიულოცა უკრაინას დამოუკიდებლობის დღე და აღფრთოვანება გამოხატა უკრაინელი ხალხის მიმართ, რომლებმაც "შთააგონეს მსოფლიო ბოლო ექვსი თვის განმავლობაში მათი ქვეყნის სუვერენიტეტის დაცვის წყალობით". 

აშშ-ის პრეზიდენტმა კიდევ ერთხელ დაადასტურა უკრაინისადმი მუდმივი მხარდაჭერა და მიაწოდა უახლესი ინფორმაცია უსაფრთხოების უზრუნველყოფის შესახებ. 





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
მოჯთაბა ხამენეი მამის დაკრძალვას, სავარაუდოდ, ვერ დაესწრება
5 ივლისი გაორმაგების დღეა - მომხმარებლებს 500-ზე მეტ პარტნიორ ობიექტში 50%-იანი ფასდაკლება დახვდებათ
რა წერია OHCHR-ის ანგარიშში 2025 წელს საქართველოში ადამიანის უფლებებთან დაკავშირებით
შიო III პრორუსული პარტიის ლიდერს ზურა მახარაძეს შეხვდა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics