2022-08-20 12:06:56, 1241 ნახვა
მსოფლიო
ელვუდი - ზაპოროჟიეს ელექტროსადგურის ნებისმიერი მიზანმიმართული დაზიანება, ნატო-ს მეხუთე მუხლის დარღვევაა
ზაპოროჟიეს ბირთვული ელექტროსადგურის ნებისმიერი მიზანმიმართული დაზიანება, ნატო-ს მეხუთე მუხლის დარღვევა იქნება,- ამის შესახებ თემთა პალატის თავდაცვის კომიტეტის თავმჯდომარე, ტობიას ელვუდმა განაცხადა.
ელვუდის განცხადებას რესპუბლიკელი კონგრესმენი, ადამ კინზინგერიც გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ „ეს 100%-ით შეესაბამება სიმართლეს".
„ეს განხილვას მართლაც არ ექვემდებარება. ნატო-ს ქვეყნებში ადამიანების დახოცვა მე-5 მუხლის დარღვევაა",- წერს კიზინგერი.
შეგახსენებთ, რომ ნატო-ს წესდების მე-5 მუხლის თანახმად, ალიანსის ერთ წევრზე თავდასხმა მის ყველა წევრზე თავდასხმას ნიშნავს.
ავტორი: ექსპრესნიუსი,