19:30 - 28 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2022-08-19 13:36:50, 1195 ნახვა

პოლიტიკა
დეკანოიძე - „ოცნება“ კანდიდატის სტატუსის მისაღებად აუცილებელი რეკომენდაციების უგულებელყოფას აგრძელებს

„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთი ლიდერის ხატია დეკანოიძის განცხადებით,  კანდიდატის სტატუსი მისაღებად გაწერილი რეკომენდაციების შესრულება არ ხდება 

დეკანოიძის თქმით, ამაზე მიუთითება მმართველი პარტიის მხრიდან მიღებული გადაწყვეტილება - ყველა პროცესს ჩამოაცილონ საქართველოში საარჩევნო გარემოსა და საარჩევნო კანონმდებლობაზე მომუშავე  ყველაზე გავლენიანი ორგანიზაციები. 

"საქართველოში საარჩევნო სისტემის ცვლილება  და სასამართლოს საფუძვლიანი რეფორმა, სასამართლოს დამოუკიდებლობისა და არჩევნების მიმართ საზოგადოების ნდობისდაბრუნება, რაც ფართო საარჩევნო რეფორმისა და სასამართლო სისტემაში ფართოცვლილებებით უნდა მოხდეს, ევროკავშირის მიერ გაწერილი უმნიშვნელოვანესირეკომანედაციებია, რომელიც უნდა შესრულდეს, რათა ქვეყანამ კანდიდატის სტატუსისმისაღებად ვალდებულებები შეასრულოს.

სამწუხაროდ, “ქართული ოცნების“ მიერ კანდიდატის სტატუსის მისაღებად აუცილებელირეკომენდაციების უგულებელყოფა გრძელდება. ამას ადასტურებს საპარლამენტოუმრაველსობის მიერ მიღებული გადაწყვეტილება, ყველა პროცესს ჩამოაცილონსაქართველოში საარჩევნო გარემოსა და საარჩევნო კანონმდებლობაზე მომუშავე  ყველაზეგავლენიანი ორგანიზაცია - სამართლიანი არჩევნები, ისფედი. ასევე სასამართლო სისტემაზემომუშავე მნიშვნელოვანი ექსპერტთა ჯგუფი, მხედველობაში მყავს ნაზი ჯანეზაშვილისორგანიზაცია, რომელიც წლების განმავლობაში სასამართლოსა  და იუსტიციის უმაღლესისაბჭოს რეფორმაზე მუშაობდა.

“ქართული ოცნების“ ანტიდასავლური კამპანია, ანტი-ამერიკული და ანტი-ევროპულიგზავნილები, მიზანმიმართული თავდასხები აშშ-სა,  ევროკავშირის ელჩებზე , გავლენიანსამოქალაქო ინსტიტუტებსა და არასამთავრობო ორგანიზაციებზე არის დასტური იმის, რომმათ მიერ ჩაგდებული კანდიდატის სტატუსის მიღების პროცესი გრძელდება.  პროცესი უნდაყოფილიყო ინკლუზიური და სამოქალაქო საზოგადოების მონაწილეობით. და არა მხოლოდქართული ოცნების მიერ რეკომენდაციების საფუძველზე შერჩეული ორგანიზაცეიბით," - განცხადა დეკანოიძემ. 

 





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ახალი პოლიტიკური პარტია ჯერ საქართველო დაფუძნდა
ტრამპი ირანს „განადგურებით“ დაემუქრა, თუ თეირანი დარტყმებს არ შეწყვეტს
რუსთავის ქალთა ციხესთან, აქტივისტის ნანა სანდერის მხარდამჭერი აქცია მიმდინარეობს
პატრიოტი დანიელი მხარს უჭერს ბულგარეთის წინააღმდეგობას პატრიოტ კირილისთვის სანქციების დაწესების შესახებ
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics