19:30 - 28 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2022-08-18 15:59:18, 1257 ნახვა

პოლიტიკა
მაჭარაშვილი - ელჩი 20 ივნისის მოვლენებს რადიკალების მსგავსად „გავრილოვის ღამედ" არ უნდა მოიხსენიებდეს და ფაქტებს არ უნდა ამახინჯებდეს

დიპლომატი, როგორც მინიმუმ ხალხის მიერ არჩეულ დეპუტატს შეურაცხყოფას არ უნდა აყენებდეს. - ამის შესახებ ქართული ოცნების ყოფილმა დეპუტატმა, გურამ მაჭარაშვილმა განაცხადა.

მისივე თქმით, ელჩი 20 ივნისის მოვლენებს რადიკალების მსგავსად „გავრილოვის ღამედ" არ უნდა მოიხსენიებდეს და ფაქტებს არ უნდა ამახინჯებდეს.

"დიპლომატი, როგორც მინიმუმ ხალხის მიერ არჩეულ დეპუტატს შეურაცხყოფას არ უნდა აყენებდეს, არ უნდა საუბრობდეს რადიკალების ენით და 20 ივნისის მოვლენებს რადიკალების მსგავსად "გავრილოვის ღამედ" არ უნდა მოიხსენიებდეს და ფაქტებს არ უნდა ამახინჯებდეს. თუკი მის ქვეყანაში შეერთებულ შტატებში კონგრესზე შეტევა არის არასწორი და ეს ნამდვილად ასეა, დასჯადია და დიახ, ესე უნდა იყოს, მაშინ საქართველოს პარლამენტზე შტურმი, რაც საზოგადოებამ იხილა, რატომ არ უნდა იყოს დასჯადი და რატომ უნდა ითხოვდეს საელჩო იმ ადამიანის ციხიდან გამოშვებას, რომელიც კოორდინაციას უწევდა პარლამენტის შტურმს". - ნათქვამია განცხადებაში.

შეგახსენებთ, რომ აშშ-ს ელჩმა, კელი დეგნანმა გავრილოვის ღამე, არშესრულებული დაპირებები და არადემოკრატიული ქმედებები მოიხსენია პოლარიზაციის საფუძვლად.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ახალი პოლიტიკური პარტია ჯერ საქართველო დაფუძნდა
ტრამპი ირანს „განადგურებით“ დაემუქრა, თუ თეირანი დარტყმებს არ შეწყვეტს
რუსთავის ქალთა ციხესთან, აქტივისტის ნანა სანდერის მხარდამჭერი აქცია მიმდინარეობს
პატრიოტი დანიელი მხარს უჭერს ბულგარეთის წინააღმდეგობას პატრიოტ კირილისთვის სანქციების დაწესების შესახებ
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics