20:51 - 28 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2022-08-17 16:16:30, 1203 ნახვა

პოლიტიკა
მაჩალიკაშვილი გოგაშვილს - თუ ამ ხელისუფლების წინააღმდეგ წასვლა უნდა, თქვას ვინ და რატომ მოკლა ჩემი შვილი

პანკისის სპეცოპერაციის შედეგად მოკლული თემირლან მაჩალიკაშვილის მამა, მალხაზ მაჩალიკაშვილი. სუს-ის ყოფილ მაღალჩინოსანს სოსო გოგაშვილს მიმართავს.

მაჩალიკაშვილი გოგაშვილს მოუწოდებს, "წვრილ-წვრილი ინფორმაციების გასაჯაროების ნაცვლად, თუ ხელისუფლების წინააღმდეგ წასვლა სურს, გამოაქვეყნოს ჩანაწერი, რატომ მოკლეს თემირლან მაჩალიკაშვილი და ვინ არის მთავარი დამნაშავე".

"გოგაშვილს ვურჩევდი ერთ რაღაცას, კანტი-კუნტად წერილების სახით, წვრილ-წვრილი ინფორმაციებით ნუ ასაჯაროებს წერილებს, თუ მას უნდა, რომ წავიდეს ამ სასტიკი ხელისუფლების წინააღმდეგ, ამ ბინძური სისტემის წინააღმდეგ, ადგეს და დადოს, რა მოხდა, რატომ მოვიდნენ, ვინ მოკლა, რატომ მოკლა და ვინ არის მთავარი დამნაშავე.

მე ვიცი, რომ როგორც გოგაშვილი, ასევე გომელაურია ამ საქმეში დამნაშავე და ამასაც ვეტყოდი გოგაშვილსაც და გომელაურსაც, რომ მათ თუ ჰგონიათ, რომ ეს საქმე, თემირლანის სისხლი შერჩებათ, აქედანვე მოვუწოდებ, რომ ძალიან სცდებიან, ამიტომ ურჩევნიათ ერთი მეორეზე გადაბრალებას, დადონ, თქვან ის, რაც მოხდა, რატომ მოკლეს, ვინ დაგეგმა, რატომ დაიგეგმა, ვინ არის მთავარი დამნაშავე. ყველამ თავთავისი წილი პასუხისმგებლობა აიღოს თავის თავზე.

თუ რაიმე გააჩნია ჩანაწერის სახით, ყველაფერი დადოს. ეს ჩემთვისაც და საზოგადოებისთვისაც კარგი იქნება, დადონ, თვითონ, რაში არიან დამნაშავეები ამ საქმის გარშემო. ვის რა ევალებოდა, ვინ რა დააშავა, ვინ როგორ დააშავა", - ამბობს მაჩალიკაშვილი „ფორმულასთან“ საუბარში.

 შეგახსენებთ, რონ სუს-ის ყოფილმა უფროსმა სოსო გოგაშვილმა დღეს ციხიდან მორიგი წერილი გაავრცელა, სადაც შინაგან საქმეთა მინისტრ ვახტანგ გომელაურს მიმართავს. წერილში ის თემირლან მაჩალიკაშვილის საქმეზეც საუბრობს. 

ვახო, ერთხელ მაინც იქნებ გეყოს კაცური გამბედაობა და შენს ნამოქმედარზე აიღო პასუხიმგებლობა,- მიმართს   სუს-ის ყოფილმა მაღალჩინოსანმა გომელაურს.

გოგაშვილის თქმით, გომელაური საიდუმლოდ შეხვდა თემირლან მაჩალიკაშვილის დედას, მედიკო მარგოშვილს და "განიზრახა თავის დაძვრენა, უარესიც, გამწარებულ ოჯახთან გაგზავნა ბინძური ადამიანი, რომელსაც უხდიდა ფულს და დაავალა გოგაშვილის წინააღმდეგ მუშაობა, რათა დაეჯერებინა ოჯახი, თითქოსდა თემირლან მაჩალიკაშვილის მკვლელობა გოგაშვილის მიერ იყო ჩადენილი





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ახალი პოლიტიკური პარტია ჯერ საქართველო დაფუძნდა
ტრამპი ირანს „განადგურებით“ დაემუქრა, თუ თეირანი დარტყმებს არ შეწყვეტს
რუსთავის ქალთა ციხესთან, აქტივისტის ნანა სანდერის მხარდამჭერი აქცია მიმდინარეობს
პატრიოტი დანიელი მხარს უჭერს ბულგარეთის წინააღმდეგობას პატრიოტ კირილისთვის სანქციების დაწესების შესახებ
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics