22:43 - 06 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2022-08-17 15:07:36, 1016 ნახვა

საზოგადოება
მეუფე სპირიდონი - რუს ტურისებს უხეშად მოეპყარით და გამოდევნეთ თქვენ თქვენი ქვეყნებიდან- ასე აკეთებდა ადოლფ გიტლერიც

რუს ტურისებს უხეშად მოეპყარით, გამოდევნეთ თქვენ თქვენი ქვეყნებიდანო- ასე აკეთებდა  ადოლფ გიტლერი,- ამის შესახებ სხალთელმა მთავარეპისკოპოსმა, სპირიდონმა ქადაგებაში განაცხადა.

მისი თქმით, მსგავსი ქმედებები საშინელი მკრეხელობაა.

„მე მინდა გითხრათ კიდევ ერთი ძალიან უსიამოვნო იცნიდენტის შესახებ - სოციალურ ქსელებში მოვისმინე, რომ ტურისტებს შეურაცხყოფას აყენებენ. სლავებს, რუს ტურისტებს აყენებენ შეურაცხყოფას. რა უნდა ვთქვათ?! არაფერში არ წერია ეს... ჯერ ერთი, სტუმარ-მასპინძელი ხომ მაინც წაგიკითხავს ვაჟა-ფშაველასი? მერე მეორე, პირდაპირ ჩანს, რომ ეს გარკვეული ძალების მიერ არის ინსპირირებული. 

იქიდან მოუწოდა იმ უკრაინის პრეზიდენტმა და მათმა ხელმძღვანელობამ, რუს ტურისტებს ძალიან უხეშად მოეპყარით, თქვენი ქვეყნიდან გამოდევნეთო.  

რა ვიცი, რა შეიძლება ამაზე რომ ითქვას ახლა?! ასე აკეთებდა გიტლერი, ადოლფ გიტლერი. საწყალ ებრაელებს დევნიდა, სადაც ნახავდა, ხოცავდა ყველგან. მაღაზიაში არ უშვებდა, სასადილოში არ უშვებდა, რესტორანში არ უშვებდა, თავშეყრის ადგილებზე არ უშვებდა. ეს იყო საშინელი დევნა ებრაელი ხალხის. ახლა თქვენ აკეთებთ მაგას რუსების მიმართ. ეს არის. რა ჰქვია მაგას? ეს ხომ საშინელი მკრეხელობაა, კაცო?“,- განაცხადა მეუფე სპირიდონმა.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
Financial Times: აშშ უკრაინას რუსეთის ნავთობობიექტებზე თავდასხმებში ეხმარება
გერმანიის სამხედრო ხარჯები ცივი ომის შემდეგ უნახავ დონეს მიაღწევს
„როსატომმა“ კურსკის ატომურ ელექტროსადგურზე დრონებით თავდასხმის შესახებ განაცხადა
ISW: რუსეთის არმიის რეალური წარმატებები უკრაინაში პუტინის მიერ განცხადებულზე ხუთჯერ ნაკლები აღმოჩნდა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics