22:38 - 06 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2022-08-16 10:47:04, 1302 ნახვა

საზოგადოება
60 წლისა და 60 წელს გადაცილებულ პირებს თბილისის მერია აუზზე ცურვისა და ფიტნეს დარბაზის მომსახურებას დაუფინანსებს

60 წლისა და 60 წელს გადაცილებულ პირებს თბილისის მერია აუზზე ცურვისა და ფიტნეს დარბაზის მომსახურებას დაუფინანსებს.

სპორტი უფროსი თაობისთვის პროგრამის შესახებ დადგენილება 9 აგვისტოს არის გამოცემული და ძალაში იმავე დღეს შევიდა. 

„მოსარგებლეებს ქვეპროგრამაში ჩართვის შემდეგ დაუფინანსდებათ აუზზე ცურვის ან/და ფიტნეს დარბაზის 1-საათიანი ხანგრძლივობის მომსახურება. მომსახურება მოიცავს  თვეში არაუმეტეს 9 ვიზიტს.

მოსარგებლეებს მომსახურების მიღება შეუძლიათ 11:00 საათიდან 14:00 საათამდე პერიოდში",- აღნიშნულია დადგენილებაში.

ამასთან, თბილისის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ქვეპროგრამის „სპორტი უფროსი თაობისთვის“ თანახმად, თვეში დაფინანსდება არაუმეტეს 300 ადამიანი.

მოსარგებლეებს საცურაო აუზის ან ფიტნეს დარბაზის თავისუფალი არჩევის საშუალება აქვთ.

 

 





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
Financial Times: აშშ უკრაინას რუსეთის ნავთობობიექტებზე თავდასხმებში ეხმარება
გერმანიის სამხედრო ხარჯები ცივი ომის შემდეგ უნახავ დონეს მიაღწევს
„როსატომმა“ კურსკის ატომურ ელექტროსადგურზე დრონებით თავდასხმის შესახებ განაცხადა
ISW: რუსეთის არმიის რეალური წარმატებები უკრაინაში პუტინის მიერ განცხადებულზე ხუთჯერ ნაკლები აღმოჩნდა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics