|
2022-08-15 10:21:43, 1232 ნახვა
მსოფლიო
42 ქვეყანა, მათ შორის საქართველო, რუსეთს ზაპოროჟიეს ატომური ელექტროსადგურის ტერიტორიიდან ჯარების გაყვანისკენ მოუწოდებს
საქართველო, 42 ქვეყანასთან ერთად რუსეთს ზაპოროჟიეს ატომური ელექტროსადგურის ტერიტორიიდან ჯარების გაყვანისკენ მოუწოდებს. " მოვუწოდებთ რუსეთის ფედერაციას დაუყოვნებლივ გაიყვანოს თავისი სამხედრო ძალები და ყველა სხვა პერსონალი ზაპორიჟჟიას ატომური ელექტროსადგურიდან, მისი უშუალო შემოგარენიდან და მთელი უკრაინიდან, რათა ოპერატორმა და უკრაინის ხელისუფლებამ განაახლონ თავიანთი სუვერენული პასუხისმგებლობა უკრაინის საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში და ლეგიტიმურ მომუშავე პერსონალს შეეძლოს თავისი მოვალეობების შესრულება გარე ჩარევის, საფრთხის ან პირობების გარეშე. ეს ასევე საშუალებას მისცემს IAEA-ს, განახორციელოს მისი შემოწმება უკრაინის გარანტიების ვალდებულებების შესაბამისად უსაფრთხო პირობებში და დროულად,"- ვკითხულობთ განცხდებაში. საქართველოს წარმომადგებლებთან ერთად, განცხადებას ხელს ავსტრალიის, ავსტრიის, ბელგიის, ბულგარეთის, კანადის, ხორვატიის, კვიპროსის, ჩეხეთის რესპუბლიკის, დანიის, ესტონეთის, ფინეთის, საფრანგეთის, საქართველოს, გერმანიის, საბერძნეთის, უნგრეთის, ისლანდიის, ირლანდიის, იტალიის, იაპონიის, ლატვიის ლიხტენშტეინი, ლიტვა, ლუქსემბურგი, მალტა, მონტენეგრო, ნიდერლანდები, ახალი ზელანდია, ჩრდილოეთ მაკედონია, ნორვეგია, პოლონეთი, პორტუგალია, კორეის რესპუბლიკა, მოლდოვის რესპუბლიკა, რუმინეთი, სლოვაკეთი, სლოვენია, ესპანეთი, შვედეთი, თურქეთი, დიდი ბრიტანეთის გაერთიანებული სამეფო და ჩრდილოეთ ირლანდია, ამერიკის შეერთებული შტატები, ასევე ევროკავშირის წარმომადგენლები აწერენ.
ჰერჩინსკი - გრძელდება ანტი-ევროპული რიტორიკა, რომელიც კიდევ უფრო მეტად აზიანებს წლობით ნაშენებ მეგობრობას
კობახიძე ოპოზიციაზე - 10 კაცშიც ვერ ახერხებენ, ეს ადამიანები ერთიანობის შენარჩუნებას
პაპუაშვილი ამბობს, რომ 4 სპეცრაზმელის დასაკავებლად რეჟიმს 3 წელი დასჭირდა
კობახიძე ისევ წყობილების ძალადობით შეცვლის 4 მცდელობაზე საუბრობს
|
რედაქტორის რჩევით
ჟურნალისტების დადგენილი მოძალადე სპეცრაზმელები დაკავებულები არიან, სისტემამ თავისი საყრდენების ჭამა დაიწყო
წინადადება თბილისს: იცვლის თუ არა უკრაინა კურსს საქართველოსთან მიმართებაში
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ განაცხადა, რომ რუსეთის ფედერაციამ დაარღვია საკუთარი „ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება“: დუმილის იმიტაციაც კი არ ყოფილა
რუსეთის ფედერაციამ სუმის ოლქი დაბომბა: 5 დაღუპული, 11 დაჭრილი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)