|
2022-08-12 11:47:48, 1203 ნახვა
პოლიტიკა
თალაკვაძე - გასაკვირია, უკრაინის მაღალი თანამდებობის პირები იცლიან იმისთვის, რომ საქართველოს შიდაპოლიტიკურ საქმეებში ჩაერიონ
საქართველოს პარლამენტის ვიცესპიკერი, არჩილ თალაკვაძე უკრაინის რადას ფრაქცია „ხალხის მსახურის“ თავმჯდომარის, დავით არახამიას მორიგ კრიტიკულ განცხადებას გამოეხმაურა. არახამიამ საქართველოს ხელისუფლება რუსეთთან თანამშრომლობაში დაადანაშაულა. თალაკვაძის თქმით გასაკვირია, რომ ომის ფონზე უკრაინის ხელისუფლების წარმომადგებლები საქართველოს შიდაპოლიტიკურ საქმეებზე სასაუბროდ იცლიან. "ვინაიდან ჩვენი მეგობარი ქვეყანა უკრაინა იმყოფება რუსეთთან ომში, ჩვენ, რა თქმა უნდა, თავს ვიკავებთ მთელი ამ თვეების განმავლობაში, რომ გავაკეთოთ ის შეფასებები უკრაინის ხელისუფლებიდან კონკრეტულ პოლიტიკურ პირებთან მიმართებაში, რომელსაც სინამდვილეში ისინი იმსახურებენ. რაც შეეხება დავით არახამიას, პირდაპირ და მოკლედ მინდა გითხრათ, რომ მისი მხრიდან საქართველოს მიმართ არის არამეგობრული განცხადებები. როდესაც უკრაინაში არის ომი, რა თქმა უნდა, ჩვენთვის გასაკვირია, რომ პოლიტიკოსები, მათ შორის, პარლამენტის მაღალი თანამდებობის პირები იცლიან იმისთვის, რომ საქართველოს შიდაპოლიტიკურ საქმეებში ჩაერიონ. მისი განცხადებები პირდაპირ იმეორებს საქართველოში რადიკალური ოპოზიციის, "ნაციონალური მოძრაობის" ნარატივს,"- განაცხადა თალაკვაძემ. შეგახსენებთ, რომ დავით არახამიამ საქართველოს ხელისუფლება რუსეთთან თანამშრომლობაში დაადანაშაულა და აღნიშნა, რომ 2008 წლის აგვისტოს ომის წლისთავთან დაკავშირებით საქართველოს მთავრობას არ ეყო გამბედაობა, აგრესორი გაეკიცხა.
ახალი პოლიტიკური პარტია ჯერ საქართველო დაფუძნდა
ტრამპი ირანს „განადგურებით“ დაემუქრა, თუ თეირანი დარტყმებს არ შეწყვეტს
რუსთავის ქალთა ციხესთან, აქტივისტის ნანა სანდერის მხარდამჭერი აქცია მიმდინარეობს
პატრიოტი დანიელი მხარს უჭერს ბულგარეთის წინააღმდეგობას პატრიოტ კირილისთვის სანქციების დაწესების შესახებ
|
რედაქტორის რჩევით
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
ომი უკრაინაში
რუსეთმა და უკრაინამ მშვიდობიანი მოქალაქეები გაცვალეს
ზელენსკიმ დაამტკიცა SBU-ს 40-დღიანი ოპერაცია, რათა რუსეთი ომის დასრულება აიძულოს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)