|
2022-08-11 19:23:25, 1292 ნახვა
პოლიტიკა
გოგაშვილის ადვოკატი - გაიყვანეს საშხაპეში, ტელეფონზე მას მინისტრი გომელაური ესაუბრებოდა, საუბარი შეეხებოდა მუქარებს
გაიყვანეს ე.წ. საშხაპეში, სააბაზანო ოთახში და მას მიუთითეს ფანჯრის ე.წ. რაფაზე, ტელეფონზე. იოსებ გოგაშვილმა, რა თქმა უნდა, უპასუხა და მას ესაუბრებოდა საქართველოს შს მინისტრი. - ამის შესახებ სუს-ის ყოფილი უფროსის იოსებ გოგაშვილის ადვოკატებმა განაცხადეს. მათივე თქმით, საუბარი შეეხებოდა მუქარებს. ძირითადი მოთხოვნა იყო, რომ სოსო გოგაშვილსმათთვის სასურველი ჩვენება მიეცა იმ საკითხებზე, რაც გოგაშვილმა გააჟღერა. "გაიყვანეს ე.წ. საშხაპეში, სააბაზანო ოთახში და მას მიუთითეს ფანჯრის ე.წ. რაფაზე, ტელეფონზე. იოსებ გოგაშვილმა, რა თქმა უნდა, უპასუხა და მას ესაუბრებოდა საქართველოს შს მინისტრი. საუბარი შეეხებოდა მუქარებს. ძირითადი მოთხოვნა იყო, რომ მიეცა მათთვის სასურველი ჩვენება იმ საკითხებზე, რაც გოგაშვილმა გააჟღერა. შეგახსენებთ, რომ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ხელმძღვანელის ყოფილ მოადგილეს, სოსო გოგაშვილს პროკურატურა სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტებას, სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით პერსონალური მონაცემების უკანონოდ მოპოვება, შენახვა, გავრცელების და ცეცხლსასროლი იარაღის უკანონო შეძენა შენახვას ედავება. 15 ივლისს, სოსო გოგაშვილის სახლში სპეცოპერაცია ჩატარდა, რის შედეგადაც ის დააკავეს. დაკავების ამსახველი ვიდეო სოციალურ ქსელში გავრცელდა.
|
რედაქტორის რჩევით
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
ომი უკრაინაში
რუსეთმა და უკრაინამ მშვიდობიანი მოქალაქეები გაცვალეს
ზელენსკიმ დაამტკიცა SBU-ს 40-დღიანი ოპერაცია, რათა რუსეთი ომის დასრულება აიძულოს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)