06:01 - 12 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2022-08-11 16:28:45, 965 ნახვა

საზოგადოება
საქველმოქმედო საფეხბურთო ტურნირზე ქუთაისის აეროპორტის გუნდმა მესამე საპრიზო ადგილი, ინდივიდუალურ ნომინაციაში კი საუკეთესო მეკარის ტიტული მოიპოვა

საქველმოქმედო საფეხბურთო ტურნირზე ქუთაისის აეროპორტის გუნდმა მესამე საპრიზო ადგილი, ინდივიდუალურ ნომინაციაში კი საუკეთესო მეკარის ტიტული მოიპოვა

ქუთაისში ორგანიზაციებს შორის საქველმოქმედო საფეხბურთო ტურნირი დასრულდა. ტურნირში დავით აღმაშენებლის სახელობის აეროპორტის საფეხბურთო გუნდმა მესამე საპრიზო ადგილი მოიპოვა. ინდივიდუალურ ნომინაციაში კი ტურნირის საუკეთესო მეკარე აეროპორტის ბაქანზე მომსახურების სამსახურის აგენტი შაქრო აფრიდონიძე გახდა.  
ტურნირის დასასრულს დაჯილდოების ცერემონიალი გაიმართა, სადაც ქუთაისის აეროპორტის გუნდს ბრინჯაოს მედლები და დიპლომები გადაეცა. 

საქველმოქმედო ტურნირი ა(ა)იპ ქუთაისის სპორტულ დაწესებულებათა გაერთიანების ორგანიზებით გაიმართა და მასში 14–მა გუნდმა მიიღო მონაწილეობა. საფეხბურთო ტურნირი ,,იმერის“ გამარჯვებით დასრულდა.

ტურნირზე შემოსული თანხა  ქუთაისის ,,ტორპედოს" მცველის ნიკა სანდოხაძის 2 წლის გოგონას, ნინა სანდოხაძის მკურნალობას მოხმარდება, რომელსაც საქართველოში იშვიათი დიაგნოზი დაუსვეს: იუვენილური ართრიტი სისტემური დასაწყისით. პატარას სასწრაფოდ ესაჭიროება გერმანიის რევმატოლოგიურ კლინიკაში გადაყვანა, ზუსტი დიაგნოზის დასმა და სათანადო მკურნალობა.   გახსნილია ანგარიშის ნომრები საქართველოსა და თიბისის ბანკებში, რომელზეც ბავშვის სიცოცხლის გადასარჩენად თანხის ჩარიცხვაა შესაძლებელი.თიბისი ბანკი, GE58TB7854045061100013 მიმღები: მარიამ კუტალაძე, საქართველოს ბანკი GE25BG0000000163049600 მიმღები: ნიკა სანდოხაძე. 





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
The Economist - უკრაინამ სამი წლის განმავლობაში პირველად აიღო ინიციატივა ფრონტის ხაზზე
ზურაბიშვილმა ახალ პატრიარქს მოუწოდა, შეიწყალოს ყველა სინდისის პატიმარი
„რეალური მოლაპარაკებები აღარ მიმდინარეობს“ - უკრაინა ემზადება ომის გასაგრძელებლად აშშ-ის დახმარების გარეშე
პატრიარქმა კირილმა შიო III-ს მშვიდობიანი და კურთხეული პატრიარქობა უსურვა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics