|
2022-08-10 21:01:03, 1532 ნახვა
ომი უკრაინაში
ერმაკი - EU-ს ახალი სანქციების პაკეტში, პრიორიტეტული მიზანი რუსებისთვის შენგენის ვიზების აკრძალვაა
სსრკ-ს ნამდვილი რეზიდენტი უნდა იყოს იზოლირებული ცივილიზებული სამყაროსგან. - ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტის აპარატის უფროსმა, ანდრეი ერმაკმა განაცხადა. მისივე თქმით, EU-ს ახალი სანქციების პაკეტში, პრიორიტეტული მიზანი რუსებისთვის შენგენის ვიზების აკრძალვაა. „სსრკ-ს ნამდვილი რეზიდენტი უნდა იყოს იზოლირებული ცივილიზებული სამყაროსგან. რუსებისთვის შენგენის ვიზების გაცემის აკრძალვა ევროკავშირის ახალი სანქციების პაკეტის ერთ-ერთი პრიორიტეტული მიზანია. დავეხმაროთ რუსებს ნაფტალინის საბჭოთა კავშირის აღდგენაში მათ საზღვრებში". - ნათქვამია განცხადებაში. შეგახსენებთ, რომ ხანგრძლივი სამხედრო ძალის თავმოყრის შემდეგ, რუსეთის მიერ თვითგამოცხადებული დონეცკის სახალხო რესპუბლიკისა და ლუჰანსკის სახალხო რესპუბლიკის აღიარების შემდეგ, რუსეთმა დაარღვია საერთაშორისოდ აღიარებული უკრაინის სუვერენიტეტი და ომი გამოაცხადა. ომს დაწყებიდან დღევანდელ დღემდე არაერთი მოქალაქის სიცოცხლე შეეწირა.
|
რედაქტორის რჩევით
რა მეთოდები გამოიყენება ჟურნალისტებისა და მედიის დისკრედიტაციისთვის
რეჟიმის მიერ წნეხში მოქცეული ქართული მედია - როგორ ხვდება ოცნების პირობებში პრესის თავისუფლების დღეს საქართველო
ომი უკრაინაში
რუსეთმა ოდესაზე მასშტაბური დარტყმა განახორციელა
ოდესაში, რუსული სამხედრო თავდასხმის შედეგად 16 ადამიანი დაშავდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)