|
2022-08-10 15:48:05, 934 ნახვა
პოლიტიკა
იონათამიშვილი - დეოლიგარქიზაცია თუ ვინმეს ნამდვილად არ მიესადაგება ეს არის ბიძინა ივანიშვილი
დეოლიგარქიზაციის შესახებ ერთადერთი გონივრული დოკუმენტი, რომელიც ამ თვალსაზრისით არსებობს და ჩვენ შეგვიძლია დავეყრდნოთ, არის უკრაინული მოდელი. - ამის შესახებ "ქართული ოცნების" დეპუტატმა, რატი იონათამიშვილმა განაცხადა. მისივე თქმით, ტერმინი დეოლიგარქიზაცია თუ ვინმეს ნამდვილად არ მიესადაგება ეს არის ბიძინა ივანიშვილი. "დეოლიგარქიზაციის შესახებ ერთადერთი რეზონული დოკუმენტი, რომელიც ამ თვალსაზრისით არსებობს და ჩვენ შეგვიძლია დავეყრდნოთ, არის უკრაინული მოდელი. ის კრიტერიუმები რომ ჩვენს რეალობაზე ავიღოთ, სხვათა შორის, ლოგიკურია, რომ ის ოპოზიციის არაერთ დამფინანსებელსა თუ მხარდამჭერს მიესადაგოს. მაგრამ, ჩვენს რეალობაში ის თუ ვინმეს ნამდვილად არ მიესადაგება, არის ბიძინა ივანიშვილი". - განაცხადა იონათამიშვილმა. შეგახსენებთ იმისათვის, რომ საქართველომ ევროკავშირის წევრობის სტატუსი მიიღოს აუცილებელია შეასრულოს 12 პუნქტიანი გეგმა, მათ შორის დეოლიგარქიზაცია და დეპოლარიზაცია.
|
რედაქტორის რჩევით
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
ომი უკრაინაში
რუსეთმა და უკრაინამ მშვიდობიანი მოქალაქეები გაცვალეს
ზელენსკიმ დაამტკიცა SBU-ს 40-დღიანი ოპერაცია, რათა რუსეთი ომის დასრულება აიძულოს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)