|
2022-08-10 10:46:19, 1432 ნახვა
ომი უკრაინაში
ოკუპანტებმა დნეპროპეტროვსკის ოლქი დაბომბეს - დაიღუპა 13 ადამიანი
დნეპროპეტროვსკის ოლქის ნიკოპოლის რაიონზე ოკუპანტების თავდასხმის შედეგად 13 ადამიანი დაიღუპა. აღნიშნულის შესაზებ ინფორმაციას დნეპროპეტროვსკის რეგიონალური სამხედრო ადმინისტრაციის თავმჯდომარემ ვალენტინ რეზნიჩენკო ავრცელებს. რეზნიჩენკოს თქმით, მარგანეცში 13 ადამიანი დაიღუპა და 11 დაშავდა. ათი საავადმყოფოშია, მათგან ხუთის მდგომარეობა მძიმეა. „ტრაგიკული ღამე. ნიკოპოლის რაიონში რუსმა ოკუპანტებმა 13 ადამიანი მოკლეს და 13 დაჭრეს. მტერმა უბანი „გრადებიდან” ორჯერ დაბომბა, 80 რაკეტა ესროლა საცხოვრებელ ადგილებს. მიზანმიმართულად, მზაკვრულად განახორციელა დარტყმები მაშინ, როცა ხალხს ეძინა“,- წერს რეზნიჩენკო. მისივე თქმით, ქალაქში 20-ზე მეტი მაღალსართულიანი კორპუსი, ცენტრალური კონტროლის ცენტრი, კულტურის სასახლე, ჰოსტელი, ორი სკოლა, საკრებულოს შენობა და კიდევ რამდენიმე ადმინისტრაციული შენობა დაზიანდა. ამასთან, ერთი ქალი გარდაიცვალა ვიშეტარასოვკაში. მისი სახლი ოკუპანტების ჭურვმა სრულად გაანადგურა. სოფელში 11 კერძო სახლი და გაზსადენი დაზიანდა - ათასამდე ადამიანი გაზის გარეშე დარჩა.
|
რედაქტორის რჩევით
რა მეთოდები გამოიყენება ჟურნალისტებისა და მედიის დისკრედიტაციისთვის
რეჟიმის მიერ წნეხში მოქცეული ქართული მედია - როგორ ხვდება ოცნების პირობებში პრესის თავისუფლების დღეს საქართველო
ომი უკრაინაში
რუსეთმა ოდესაზე მასშტაბური დარტყმა განახორციელა
ოდესაში, რუსული სამხედრო თავდასხმის შედეგად 16 ადამიანი დაშავდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)