|
2022-08-09 16:12:30, 732 ნახვა
პოლიტიკა
მთავრობის სტრატკომი მელიაზე - ბრალდება, რომ ინფორმაცია გადაეცა ოკუპანტს, არის გაკოტრებული ძალის გაკოტრებული ლიდერის მიერ მოგონილი
მთავრობის სტრატკომი ინფორმაციას იმის შესახებ, რომ ქართველი მებრძოლის მონაცემები ოკუპანტის ხელში აღმოჩნდა, დეზინფორმაციას და ცილისწამებას უწოდებს. განცხადებაში „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ლიდერი ნიკა მელია პარტიის ფორმალურ თავჯდომარედ არის მოხსენიებული. "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის ფორმალური თავჯდომარე, ნიკანორ მელია ავრცელებს ინფორმაციას, თითქოს თავდაცვის სამინისტროს არქივში არსებული ინფორმაცია გადაეცა ოკუპანტს, რაც რა თქმა უნდა არის გაკოტრებული ძალის გაკოტრებული ლიდერის მიერ მოგონილი კიდევ ერთი დეზინფორმაცია და ცილისწამება, რომელიც ემსახურება საზოგადოებაში დაძაბულობის მუხტის გაჩენას და მმართველი გუნდის დისკრედიტაციას!," - ვკითხულობთ განცხადებაში. ცნობისთვის „ნაციონალური მოძრაობის“ ლიდერი, ნიკა მელია „მთავარი არხის“ ეთერში გასულ რეპორტაჟს, რომლის თანახმადაც, სავარაუდოდ, რუულ ძალებს სრული წვდომა აქვს უკრაინაში მებრძოლი ქართველი სამხედროს, მიხეილ ქამხაძის მონაცემებთან.მელიას თქმით, ეს არის რუსეთის ოცნების მთავრობის მიერ განხორციელებული სისტემური ღალატი და სამშობლოს გაყიდვა.შეგახსენებთ, რომ რუსულმა პროპაგანდისტულმა არხებებმა გაავრცელეს ვიდეო, რომელშიც ოკუპანტი ყვება, რომ ლისიჩანსკში ერთ-ერთ შენობაში, საწვრთნელ ბაზაზე ქართველი მებრძოლის, მიხეილ ქამხაძის დოკუმენტები აღმოაჩინეს. პირად საქმეს, რომელიც ვიდეოში ჩანს, საქართველოს თავდაცვის სამინისტროს ლოგო და წარწერა აქვს. მასში მებრძოლის პირადი მონაცემებია შენახული.
|
რედაქტორის რჩევით
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
ომი უკრაინაში
რუსეთმა და უკრაინამ მშვიდობიანი მოქალაქეები გაცვალეს
ზელენსკიმ დაამტკიცა SBU-ს 40-დღიანი ოპერაცია, რათა რუსეთი ომის დასრულება აიძულოს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)