|
2022-08-09 16:23:43, 710 ნახვა
პოლიტიკა
ქადაგიშვილი ცესკოს თავჯდომარის არჩევნებზე - ზურაბიშვილის პოლიტიკურ გადაწყვეტილებას, ჩვენ, ჩვენს პოლიტიკურ გადაწყვეტილებას შევაგებებთ
სალომე ზურაბიშვილმა პოლიტიკური გადაწყვეტილება მიიღო, როდესაც მოქმედი თავმჯდომარე, გიორგი კალანდარიშვილი კანდიდატებს შორის აღარ დაასახელა და პარლამენტს თამარ ალფაიძისა და რევაზ ეგაძის კანდიდატურები წარუდგინა. - ამის შესახებ, „ქართული ოცნების“ დეპუტატმა, ირაკლი მისივე თქმით, ზურაბიშვილის პოლიტიკურ გადაწყვეტილებას, ასევე პოლიტიკურ გადაწყვეტილებას შეაგებებენ. " პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილის გადაწყვეტილება არის უკიდურესად პოლიტიკურად მოტივირებული, რომელსაც არავითარი ლოგიკური დასაბუთება არ აქვს, რადგან ადამიანი, რომელიც დროებითად იქნა არჩეული „ცეკოს“ თავჯდომარედ, ჩაატარა არჩევნები და ყველა საერთაშორისო დამკვირვებლის მიერ შეფასებული იქნა მისი საქმიანობა უმაღლეს დონეზე და ასეთ ადამიანს უარს ეუბნებიან კონკურსში გასვლაზე. აქედან გამომდინარე პოლიტიკურ გადაწყვეტილებას, ჩვენ ჩვენივე პოლიტიკურ გადაწყვეტილებას შევაგებებთ". - განაცხადა ქადაგიშვილმა. შეგახსენებთ, რომ 5 აგვისტოს საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა პარლამენტს წარუდგინა „ცესკოს“ თავჯდომარეობის კანდიდადატები, სადაც ვერ მოხვდა მოქმედი თავმჯდომარე გიორგი კალანდარიშვილი.
|
რედაქტორის რჩევით
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
ომი უკრაინაში
რუსეთმა და უკრაინამ მშვიდობიანი მოქალაქეები გაცვალეს
ზელენსკიმ დაამტკიცა SBU-ს 40-დღიანი ოპერაცია, რათა რუსეთი ომის დასრულება აიძულოს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)