|
2022-08-09 15:52:02, 1432 ნახვა
ომი უკრაინაში
უკრაინამ კიდევ 17 დაღუპული ჯარისკაცის ცხედარი დააბრუნა
უკრაინამ 17 დაღუპული ჯარისკაცის ცხედარი დააბრუნა,- ამის შესახებ განცხადებას უკრაინის დროებით ოკუპირებული ტერიტორიების რეინტეგრაციის სამინისტრო ავრცელებს. სამინისტროს ცნობით, ცხედრების დაბრუნების ოპერაცია უგზო-უკვლოდ დაკარგული პირების კომისრის ოლეგ კოტენკოსა და უკრაინის სამართალდამცავი ორგანოების თანამშრომლობით განხორციელდა. „მორიგი ოპერაცია ჩატარდა გარდაცვლილი სამხედროების ცხედრების გადასაყვანად. უკრაინამ კიდევ 17 დამცველის ცხედარი დააბრუნა. ოპერაცია ჩატარდა უგზო-უკვლოდ დაკარგულთა კომისრის ოლეგ კოტენკოსა და უკრაინის სხვა სამართალდამცავი ორგანოების თანამშრომლობით”,- აღნიშნულია განცხადებაში. გარდა ამისა, სამინისტროში აღნიშნავენ, რომ ცხედრების დაბრუნების პროცესი ჟენევის კონვენციის ნორმების დაცვით მიმდინარეობს. შეგახსენებთ, რომ 2022 წლის 4 ივნისს ცნობილი გახდა დაღუპული ჯარისკაცების პირველი ოფიციალურად დადასტურებული გაცვლის შესახებ რუსულ მხარესთან უკრაინაში ომის დაწყების შემდეგ. უკრაინამ მაშინ სულ 320 სამხედროს ცხედარი დაიბრუნა, რომელთა გაცვლა მის საჯაროდ გამოცხადებამდე ორი დღით ადრე განხორციელდა. ოპერაცია თავდაცვის სამინისტრომ, თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველო, უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბი და უკრაინის სხვა სამართალდამცავი უწყებები ახორციელებდნენ. ამასთან, 26 ივლისს, უკრაინამ კიდევ 25 დაღუპული ჯარისკაცის ცხედარის დააბრუნება შეძლო.
|
რედაქტორის რჩევით
რა მეთოდები გამოიყენება ჟურნალისტებისა და მედიის დისკრედიტაციისთვის
რეჟიმის მიერ წნეხში მოქცეული ქართული მედია - როგორ ხვდება ოცნების პირობებში პრესის თავისუფლების დღეს საქართველო
ომი უკრაინაში
რუსეთმა ოდესაზე მასშტაბური დარტყმა განახორციელა
ოდესაში, რუსული სამხედრო თავდასხმის შედეგად 16 ადამიანი დაშავდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)