|
2022-08-09 14:27:19, 781 ნახვა
პოლიტიკა
ჰოჯესი - არ ვარ დარწმუნებული, რომ საქართველოს ხელისუფლებას სურს, ქვეყანა დასვლეთის ნაწილი იყოს
აგვისტოს ომის 14 წლის თავზე, ამერიკელი ანალიტიკოსების ნაწილი ამბობს, რომ საქართველოში რუსული ომის შემდეგ დასავლეთს ჰქონდა იმედი, რომ რუსეთი ნაკისრ ვალდებულებებს შეასრულებდა და საქართველოს ტერიტორიიდან ჯარებს გაიყვანდა. ამერიკის არმიის ყოფილი მთავარსარდალი ევროპაში, თადარიგის გენერალ-ლეიტენანტი ბენ ჰოჯესი „ამერიკის ხმასთან“ ინტერვიუში. ამბობს, რომ დღეს ვითარება შეცვლილია და დასავლეთში კარგად იციან, რომ რუსეთი ვალდებულებებს არ ასრულებს.
ჰოჯესს საქართველოსთან კითხვა აქვს, მისი აზრით ქვეყანამ უნდა გადაწყვიტოს რა ურთიერთობა სურს დასავლეთთან. "დროა საქართველომ გადაწყვიტოს რა სურს რეალურად. ვფიქრობ ქართული საზოგადოება ახლა დაპირისპირებულია. სურთ კი მათ ნამდვილად იყვნენ დასავლეთის ნაწილი, სადაც ახალგაზრდებს აქვთ შესაძლებლობები. სურთ კი მათ ჰქონდეთ ეკონომიკური განვითარება? სურთ ამერიკელებთან და ევროპელებთან ყოფნა? - მე არ ვარ დარწმუნებული, რომ ხელისუფლებას ეს ნამდვილად სურს, რადგან რუსეთს ეს არ სურს. სანამ საქართველო არ გადაწყვეტს, რომ იქნება აყვავებული, დასავლური ორიენტაციის ქვეყანა, ის ვერ გამოიყენებს თავის პოტენციალს,"-აცხადებს ყოფილი მთავარსარდალი.
|
რედაქტორის რჩევით
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
ომი უკრაინაში
რუსეთმა და უკრაინამ მშვიდობიანი მოქალაქეები გაცვალეს
ზელენსკიმ დაამტკიცა SBU-ს 40-დღიანი ოპერაცია, რათა რუსეთი ომის დასრულება აიძულოს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)