|
2022-08-08 12:12:42, 772 ნახვა
პოლიტიკა
პაპუაშვილი - ათი ათასამდე რუსეთის სამხედრო დგას საქართველოს ტერიტორიაზე, თითქოს ტურისტი რაიმე საფრთხეს წარმოადგენდეს
პარლამენტის თავმჯდომარის, შალვა პაპუაშვილის განცხადებით, ათი ათასამდე რუსეთის სამხედრო, ყოველგვარი ვიზის გარეშე დგას საქართველოს ტერიტორიაზე, ამიტომაც რუსი ტურისტები "დამატებით საფრთხეს არ წარმოადგენს". როგორც პაპუაშვილმა დასძინა, სავიჟო რეჟიმის შემოღების მოთხოვნა არის პოპულიზმი, რომელიც საბოლოო ჯამში გადაიზარდა ქსენოფობიაში. "ათი ათასამდე რუსეთის სამხედრო, ყოველგვარი ვიზის გარეშე დგას საქართველოს ტერიტორიაზე, რა ვიზაზე საუბრობს საერთოდ ოპოზიციის ის ნაწილი რომელსაც ისტერია გამოიწვის, საქართველოს ტერიტორიაზე, რამდენიმე კილომეტრში არიან რუსი სამხედროები, ყოველგვარი ვიზის, ნებართვის, ასე შემდეგ, საბუთების გარეშე, არიან ტექნიკით, არიან შეიარაღებით, ამიტომ ეს საფრთხე რომ არის ყოველდღიური ამაზე ვსაუბრობთ სწორედ ჩვენ და აქ რამენაირად მიბმა ის, რომ აქ ტურისტი თუ სხვა მოქალაქე შემოვა, თითქოს ეს რაიმე დამატებით საფრთხეს წარმოადგენს, ეს არის ჩვეულებრივი პოპულიზმი, რომელიც ჩვენ ვნახეთ, რომ საბოლოო ჯამში გადაიზარდა ქსენოფობიაში", - განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.
|
რედაქტორის რჩევით
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
ომი უკრაინაში
რუსეთმა და უკრაინამ მშვიდობიანი მოქალაქეები გაცვალეს
ზელენსკიმ დაამტკიცა SBU-ს 40-დღიანი ოპერაცია, რათა რუსეთი ომის დასრულება აიძულოს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)