|
2022-08-08 11:34:56, 685 ნახვა
პოლიტიკა
ღარიბაშვილი - თარიღი არასოდეს გამხდარა განხილვის საგანი, ყოფილი ხელისუფლება აქ 8 აგვისტოს ამოდიოდა
თარიღებზე საუბარს და სპეკულაციებს, მე გთხოვთ ყველას, თავი დავანებოთ, - ასე უპასუხა პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა ჟურნალისტის შეკითხვას იმის შესახებ, თუ რატომ აგებენ პატივს 2008 წლის ომში დაღუპულენს 8 და არა 7 აგვისტოს. მისი თქმით, ყოფილი ხელისუფლების წარმომადგენლები ყოველთვის 8 აგვისტოს ამოდიოდნენ მუხათგვერდის ძმათა სასაფლაოზე. "ძალიან სამწუხაროა, რომ ჩვენ თარიღებზე გვიწევს საუბარი. ერთი მინდა ვთქვა, რომ ჩვენ, ყველანი დღეს ვართ შეკრებილი იმისთვის, რომ კიდევ ერთხელ ქედი მოვიხაროთ ჩვენი გმირების წინაშე. დანარჩენი, თარიღებზე საუბარს და სპეკულაციებს, მე გთხოვთ ყველას, თავი დავანებოთ. მე მინდა შეგახსენოთ ყველას, რომ თარიღი - 8 აგვისტო არასოდეს გამხდარა განხილვის საგანი. ყოფილი ხელისუფლების წარმომადგენლები აქ ყოველთვის 8 აგვისტოს ამოდიოდნენ და უხერხულია, ჩვენ ვსაუბრობთ თარიღებზე",- განაცხადა ღარიბაშვილმა. 2008 წლის აგვისტოს ომიდან 14 წელი გავიდა. ის საქართველოს უახლესი ისტორიის ყველაზე ტრაგიკულ მოვლენას წარმოადგენს, რომელმაც ქვეყანას უმძიმესი შედეგები მოუტანა.
|
რედაქტორის რჩევით
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
ომი უკრაინაში
რუსეთმა და უკრაინამ მშვიდობიანი მოქალაქეები გაცვალეს
ზელენსკიმ დაამტკიცა SBU-ს 40-დღიანი ოპერაცია, რათა რუსეთი ომის დასრულება აიძულოს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)