|
2022-08-07 13:26:05, 2368 ნახვა
პოლიტიკა
ფინეთის საგარეო საქმეთა მინისტრი - აფხაზეთი და სამხრეთ ოსეთი საქართველოს ეკუთვნის
რუსეთსა და საქართველოს შორის კონფლიქტის 14 წლისთავზე, კიდევ ერთხელ ვაცხადებ მტკიცე მხარდაჭერას საქართველოს დამოუკიდებლობის, სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მიმართ, - ამის შესახებ ფინეთის საგარეო საქმეთა მინისტრი, პეკკა ჰაავისტო "ტვიტერზე" წერს. ფინეთის უწყების მინისტრმა ასევე დასძინა, რომ საერთაშორისო სამართლის მიხედვით, აფხაზეთი და სამხრეთ ოსეთი საქართველოს ეკუთვნის. "რუსეთსა და საქართველოს შორის კონფლიქტის 14 წლისთავზე, კიდევ ერთხელ ვაცხადებ ფინეთის მტკიცე მხარდაჭერას საქართველოს დამოუკიდებლობის, სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მიმართ. საერთაშორისო სამართლის მიხედვით, აფხაზეთი და სამხრეთ ოსეთი საქართველოს ეკუთვნის",- წერს ფინეთის საგარეო საქმეთა მინისტრი. 2008 წლის აგვისტოს ომიდან 14 წელი გავიდა. ის საქართველოს უახლესი ისტორიის ყველაზე ტრაგიკულ მოვლენას წარმოადგენს, რომელმაც ქვეყანას უმძიმესი შედეგები მოუტანა.
|
რედაქტორის რჩევით
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
ომი უკრაინაში
რუსეთმა და უკრაინამ მშვიდობიანი მოქალაქეები გაცვალეს
ზელენსკიმ დაამტკიცა SBU-ს 40-დღიანი ოპერაცია, რათა რუსეთი ომის დასრულება აიძულოს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)