10:49 - 03 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2022-08-05 17:01:36, 808 ნახვა

მსოფლიო
თალიბანი - აშშ-ს მიერ ალ-კაიდას ლიდერის მოკვლას გამოვიძიებთ

 ტერორისტული ორგანიზაცია თალიბანი აცხადებს, რომ იძიებს შეერთებული შტატების მიერ  ალ-ქაიდას ლიდერის აიმან ალ-ზავაჰირის მკვლელობას

როგორც ცნობილია, ქაბულში სამხედრო დრონის თავდასხმის დროს თალიბანის ლიდერი მოკლეს. რაც ამერიკის პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმა, დაადასტურა. ეგვიპტელი აიმან ალ-ზავაჰირი, 2011 წელს ხელმძღვანელობდა დაჯგუფებას.

თავის სატელევიზიო მიმართვაში ჯო ბაიდენმა დაადასტურა, რომ CIA-ს სპეცოპერაცია მისი ბრძანებით ჩატარდა. სახლის აივანზე, სადაც ტერორისტი იმყოფებოდა, ორი Hellfire რაკეტა გაისროლეს. „მართლმსაჯულება აღსრულდა და ტერორისტის ლიდერი აღარ არის

"ალ-ზავაჰირის ძებნა მიმდინარეობდა პრეზიდენტების ბუშის, ობამასა და ტრამპის დროს და ჩვენმა სადაზვერვო სააგენტომ აღმოაჩინა მისი ადგილსამყოფელი ამ წლის დასაწყისში. ის ქაბულის ცენტრში გადავიდა საცხოვრებლად ოჯახის წევრებთან შესაერთებლად. მტკიცებულებების შესწავლის და მონაცემების სისწორის დადგენის შემდეგ, მე ვაძლევ უფლებას მიზანმიმართულ დარტყმას ტერორისტის საფრთხის სამუდამოდ აღმოსაფხვრელად “, - განაცხადა აშშ-ს პრეზიდენტმა..ჯო ბაიდენმა

აშშ-ს სადაზვერვო სააგენტოების ცნობით, ალ-ზავაჰირი კოორდინაციას უწევდა 2001 წლის 11 სექტემბრის თავდასხმების ორგანიზაციას, რომლის დროსაც დაახლოებით 3000 ადამიანი დაიღუპა.

თეთრმა სახლმა დაამატა, რომ მისი ოჯახის წევრები და იქვე მცხოვრები ადამიანები არ დაშავებულან. ეს არის აშშ-ს პირველი დარტყმა ავღანეთში ტერორისტული ორგანიზაციის წინააღმდეგ გასული აგვისტოს შემდეგ აშშ-ის ჯარების გაყვანის შემდეგ.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
უილსონი - დიქტატორ ხამენეის დაკრძალვაზე ამერიკის ყველაზე უარესი მოძულეები იკრიბებიან, ოცნების ყალბი პრეზიდენტი ყაველაშვილი ცერემონიალზე დასწრებას გეგმავს
კიევზე რუსული ავიაციის მიერ განხორციელებული იერიშის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 30-მდე გაიზარდა, დაიჭრა 90
თინა ბოკუჩავა – მქონდა ძალიან სერიოზული სინდისის ქენჯნა, რომ ხაბეიშვილის შეცვლის მიზეზად დასახელდა ჯანმრთელობის მდგომარეობა, რაც არ იყო რეალური
კახა კალაძე: „ნაციონალურ მოძრაობას“ პოლიტიკურ პარტიასაც ვერ ვუწოდებ
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics