|
2022-08-04 16:49:48, 1161 ნახვა
პოლიტიკა
მდინარაძე ლომჯარიაზე - „ნაცმოძრაობის“ მყარი დასაყრდენი და რადიკალური შემტევი იყო საქართველოს წინააღმდეგ
„ნაცმოძრაობის“ მყარი დასაყრდენი და რადიკალური შემტევი იყო საქართველოს წინააღმდეგ, ბოლო პერიოდში განსაკუთრებით, როდესაც ის უშუალოდ ჩაერთო ქვეყნის გადატრიალების, თუ ხელისუფლების ჩამოშლის პროცესში,’’- ამის შესახებ ,,ქართული ოცნების’’ აღმასრულებელმა მდივანმა მამუკა მდინარაძემ განაცხადა. როგორც მან აღნიშნა, როდესაც ირჩევდნენ სახალხო დამცველის პოზიციაზე ნინო ლომჯარიას, ქონდათ მოლოდინი, რომ ის კრიტიკულად იქნებოდა განწყობილი, რადგან დემოკრატია ამ პროცესს ითვალისწინებს. ,,როდესაც ლომჯარიას ვირჩევდით არ გვქონდა მოლოდინი, რომ ეს ადამიანი ჩვენიანი იქნებოდა. დემოკრატია ასეთ გადაწყვეტილებებს იცნობს, ეს დემოკრატიული გადაწყვეტა იყო. შეიძლება, ბევრ ჩვენგანს არ ეგონა, რომ ის ასე აშკარად ჩაერთვებოდა „ნაცმოძრაობის“ კამპანიაში ხელისუფლების ჩამოშლის მიზნით, მაგრამ ნამდვილად ვიცოდით, რომ ის ჩვენს მიმართ კრიტიკული იქნებოდა, ამას შეგუებულები ვიყავით. ანუ, კრიტიკა აბსოლუტურად მისაღებია, თუნდაც უმწვავესი, თუნდაც სუბიექტური, თუნდაც ისეთი, რომელიც ობიექტურობის ჩარჩოებს ცდება, ამისთვის მზად ვიყავით. მაგრამ, პირადად მე, ნამდვილად არ მეგონა, გულწრფელად გეუბნებით, რომ მიუხედავად იმისა, ვიცოდი მისი ახლო კონტაქტები „ნაცმოძრაობის“ წევრებთან, რომ ის მიტინგზე დადგებოდა და ტექნიკური მთავრობის შექმნას მოითხოვდა,’’ - განაცხადა მამუკა მდინარაძემ.
|
რედაქტორის რჩევით
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
ომი უკრაინაში
რუსეთმა და უკრაინამ მშვიდობიანი მოქალაქეები გაცვალეს
ზელენსკიმ დაამტკიცა SBU-ს 40-დღიანი ოპერაცია, რათა რუსეთი ომის დასრულება აიძულოს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)