|
2022-08-04 10:04:40, 1451 ნახვა
ომი უკრაინაში
უკრაინის გენშტაბი - ბელარუსის სპეცრაზმი საბრძოლო მზადყოფნის გამოცდას გადის
ბელარუსის სპეცრაზმი საბრძოლო მზადყოფნის ტესტირებას გადის, - ამის შესახებ ინფორმაციასუკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბი ავრცელებს. გარდა ამისა, უწყების ცნობით, ბელარუსის შეიარაღებული ძალების სპეციალური ოპერაციების ძალების ნაწილებში აღინიშნა საბრძოლო მზადყოფნის შემოწმება. „ვოლინისა და პოლესეს მიმართულებით, ბელარუსის რესპუბლიკის შეიარაღებული ძალების ქვედანაყოფები ასრულებენ დავალებებს ბელარუსი-უკრაინის საზღვრის დაცვის გაძლიერების მიზნით ბრესტისა და გომელის რეგიონებში“, - ნათქვამია მოხსენებაში. რივნის რაიონში მზადდება მოსახლეობის ევაკუაციის გეგმა იმ შემთხვევაში, თუ მტერი კვლავ შეეცდება უკრაინაში შეჭრას ბელარუსის ტერიტორიიდან. შეგახსენებთ, რომ ბელარუსის თავდაცვის სამინისტრომ განაგრძო სამხედრო წვრთნები მინიმუმ 2022 წლის 6 აგვისტომდე. ვარჯიშები 14 კვირაა გრძელდება.
|
რედაქტორის რჩევით
რა მეთოდები გამოიყენება ჟურნალისტებისა და მედიის დისკრედიტაციისთვის
რეჟიმის მიერ წნეხში მოქცეული ქართული მედია - როგორ ხვდება ოცნების პირობებში პრესის თავისუფლების დღეს საქართველო
ომი უკრაინაში
რუსეთმა ოდესაზე მასშტაბური დარტყმა განახორციელა
ოდესაში, რუსული სამხედრო თავდასხმის შედეგად 16 ადამიანი დაშავდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)