|
2022-08-03 12:05:54, 1967 ნახვა
საზოგადოება
ახალი „ვოლვო“ XC60 Google-ის ჩაშენებული სისტემებით საქართველოშია
შვედური პრემიუმ ბრენდის უახლესი, 2022 წლის ქროსოვერი - XC60 Google-ის სპეციალური სისტემით უკვე ქართულ ბაზარზეა. ახალი ავტომობილი „ვოლვო ქარ საქართველოს“ შოურუმშია ხელმისაწვდომი. ახალი „ვოლვოს“ მფლობელებს, Google-ის სპეციალური სისტემის დახმარებით, საშუალება ექნებათ, ცენტრალური ეკრანიდან ისეთ ციფრულ სერვისებზე ჰქონდეთ წვდომა, როგორებიცაა Google Assistant, Google Maps-ის ნავიგაცია და აპლიკაციების ფართო არჩევანი Google Play-დან.
გაგა კოხრეიძე, „ვოლვო ქარ კავკასიის“ დირექტორი: „მიუხედავად იმ შეფერხებისა, რაც პანდემიამ ავტოინდუსტრიაში შექმნა, „ვოლვო ქარ კავკასიის“ დიდი ძალისხმევის შედეგად შევძელით და შვედური ბრენდის უახლესი მოდელები ქართულ ბაზარზე შემოვიყვანეთ. ახალი მოდელი, XC60 ავტომფლობელებს Google-ის სერვისებთან წვდომის შესაძლებლობას აძლევს, რაც მართვას კიდევ უფრო ამარტივებს. ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ ქართულ ბაზარს ვოლვოს უახლესი, თანამედროვე სტანდარტებით აღჭურვილი ავტომობილები შევთავაზოთ“. სკანდინავიური სტილისთვის დამახასიათებელი, მინიმალისტური და დახვეწილი დიზაინის ახალი მოდელი სამი ტიპის კომპლექტაციით არის წარმოდგენილი: Inscription, R-Design და Momentum. კომპლექტაციებს შორის სხვაობა ავტომობილის ექსტერიერისა და ინტერიერის დეტალებში გამოიხატება. „ვოლვოს“ ახალი ავტომობილი აღჭურვილია უსაფრთხოების უმაღლესი სტანდარტით და მძღოლის დამხმარე სისტემებით. XC60 თანამედროვე, მაღალი ხარისხის აუდიომოწყობილობით, ექსპრესიული დიზაინითა და განსხვავებული ფერებით გამოირჩევა.
XC60 ვოლვოს საშუალო ზომი SUV-ია, რომელიც, მოცულობიდან და კომფორტულობიდან გამომდინარე, საუკეთესო საოჯახო ტიპის მოდელად მიიჩნევა და საქართველოში „ვოლვოს“ ერთ-ერთი ყველაზე გაყიდვადი მოდელია. „ვოლვო ქარ საქართველოს“ ახალი მოდელების 360 გრადუსით დათვალიერება და ტესტდრაივზე ჩაწერა კომპანიის ვებგვერდზეა შესაძლებელი.
The Economist - უკრაინამ სამი წლის განმავლობაში პირველად აიღო ინიციატივა ფრონტის ხაზზე
ზურაბიშვილმა ახალ პატრიარქს მოუწოდა, შეიწყალოს ყველა სინდისის პატიმარი
„რეალური მოლაპარაკებები აღარ მიმდინარეობს“ - უკრაინა ემზადება ომის გასაგრძელებლად აშშ-ის დახმარების გარეშე
პატრიარქმა კირილმა შიო III-ს მშვიდობიანი და კურთხეული პატრიარქობა უსურვა
|
რედაქტორის რჩევით
არჩეული პატრიარქის რუსული კავშირები
არჩეული პატრიარქი შიო მესამედ იწოდა, ვინ იყვნენ შიო პირველი და შიო მეორე
ომი უკრაინაში
The Economist - უკრაინამ სამი წლის განმავლობაში პირველად აიღო ინიციატივა ფრონტის ხაზზე
„რეალური მოლაპარაკებები აღარ მიმდინარეობს“ - უკრაინა ემზადება ომის გასაგრძელებლად აშშ-ის დახმარების გარეშე
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
არჩეული პატრიარქის რუსული კავშირები
დღის თემა
|




ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)