12:00 - 03 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2022-08-03 09:47:56, 925 ნახვა

მსოფლიო
ნენსი პელოსი ტაივანის პრეზიდენტს შეხვდა

აშშ-ის წარმომადგენელთა პალატის სპიკერი ნენსი პელოსი, ტაივანის პრეზიდენტს, ცაი ინ-ვენს შეხვდა.

პელოსის თქმით, ახლა როგორც არასდროს, ამერიკის სოლიდარობა ტაივანისთვის გადამწყვეტია.

„დღეს ჩვენი დელეგაცია, რომლითაც მე ძალიან ვამაყობ, ჩამოვიდა ტაივანში, რათა ცალსახად განემარტა, რომ ჩვენ არ დავტოვებთ ტაივანის მიმართ აღებულს ვალდებულებას და ვამაყობთ ჩვენი მტკიცე მეგობრობით",- განაცხადა პელოსმა.

შეგახსენებთ, რომ აშშ-ს წარმომადგენელთა პალატის სპიკერი ნენსი პელოსი ტაივანში გუშინ  2 აგვისტოს, ადგილობრივი დროით გვიან საღამოს ჩავიდა.

თვითმფრინავის დაფრენიდან რამდენიმე წუთის შემდეგ, ჩინეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ გამოაქვეყნა განცხადება, რომელშიც პელოსის მოგზაურობას  „ჩინეთის პოლიტიკის სერიოზულ დარღვევა" უწოდა, რომელიც  ჩინეთის სუვერენიტეტს არღვევდა,  საფრთხეს უქმნის მშვიდობასა და სტაბილურობას. 

მათივე თქმით, ეს ტაივანის სრუტეში და „არასწორ სიგნალებს" აგზავნის „ტაივანის დამოუკიდებლობის" მხარდამჭერებისთვის.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ივნისში წლიური ინფლაციის დონემ 5.8% შეადგინა - საქტატი
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
უილსონი - დიქტატორ ხამენეის დაკრძალვაზე ამერიკის ყველაზე უარესი მოძულეები იკრიბებიან, ოცნების ყალბი პრეზიდენტი ყაველაშვილი ცერემონიალზე დასწრებას გეგმავს
კიევზე რუსული ავიაციის მიერ განხორციელებული იერიშის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 30-მდე გაიზარდა, დაიჭრა 90
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics