|
2022-08-01 16:03:23, 670 ნახვა
პოლიტიკა
აზარაშვილი - სპეკულაციები, რომ თითქოს ქუჩაში ვტოვებთ ლტოლვილებს, მიზანშეუწონელია
სპეკულაციები, რომ თითქოს ქუჩაში ვტოვებთ ლტოლვილებს, ეს ასე ნამდვილად არ არის, - ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრმა, ზურაბ აზარაშვილმა მთავრობის სხდომის შემდეგ გამართულ ბრიფინგზე განაცხადა. მისი თქმით, ამ საკითხის პოლიტიკურ თემებში გადაყვანა "მიზანშეუწონელია". "მოგეხსენებათ, უკრაინელი ლტოლვილები არიან სხვადასხვა ქვეყნებში გადანაწილებულები და ყველა ამ ქვეყნის პრაქტიკა და მაგალითები ვნახეთ. ასევე, მნიშვნელოანია, ჩვენ შემთხვევაში, როცა ქვეყანაში გვყავს 300 ათასამდე ჩვენი დევნილი თანამემამულე, ასევე ახლოს ყოფილიყო მათი დახმარების პაკეტთან და აქედან გამომდინარე, ჩვენ ავიღეთ ის მაქსიმუმი, რასაც ჩვენ ვაკეთებთ ჩვენი თანამემამულეებისთვის, ჩვენი დევნილებისთვის და ზუსტად მათთვისაც ეს თანხებია განსაზღვრული, რასაც ჩვენ ვაძლევთ ბინის საქირავებლად ყოველთვიურად და ასევე ეს 45-ლარიანი დახმარებაა ხელზე, რასაც თითოეულ ჩვენ დევნილს ვაძლევთ ყოველთვიურად. აქედან გამომდინარე, ყველა ის სპეკულაცია და რაღაცა პოლიტიკურ თემებში გადაყვანა ამ საკითხის, ვფიქრობ მიზანშეუწონელია და მოვუწოდებ იმ პოლიტიკოსებს, ვისაც თითქოს ჩვენზე მეტად შესტკივა გული ამ პრობლემაზე, თავი დაანებონ პროვოკაციებს. დღეიდან უკვე დიდი ნაწილი სასტუმროებიდან ლტოლვილების გამოვიდნენ. უდიდეს ნაწილს ჩაერიცხათ უკვე ეს დახმარება... სპეკულაციები, რომ თითქოს ქუჩაში ვტოვებთ ლტოლვილებს, ეს ასე ნამდვილად არ არის. ასევე ჩვენი მხრიდან ხდება ამ თანხების ფარგლებში ბინების შეთავაზება სხვადახვა რაიონებში ჩვენმა თანამშრომლებმა მოიძიეს ასეთი ბინები", - განაცხადა აზარაშვილი.
|
რედაქტორის რჩევით
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
ომი უკრაინაში
რუსეთმა და უკრაინამ მშვიდობიანი მოქალაქეები გაცვალეს
ზელენსკიმ დაამტკიცა SBU-ს 40-დღიანი ოპერაცია, რათა რუსეთი ომის დასრულება აიძულოს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)