|
2022-07-29 12:56:19, 946 ნახვა
საზოგადოება
საქართველოში ახალგაზრდა უკრაინელი ქალებისთვის მეწარმეობისა და განათლების ერთწლიანი პროგრამა Safe Haven იწყება
Safe Haven საგანმანათლებლო-სამეწარმეო პროგრამაა, რომლის საშუალებითაც უკრაინელი სტუდენტი/სტარტაპერი ახალგაზრდა ქალები ერთი წლის განმავლობაში ისწავლიან საქართველოში და ახალ სამეწარმეო გამოცდილებას შეიძენს. პროგრამა ახალგაზრდა ქალებს სამეწარმეო უნარ-ჩვევების განვითარების შესაძლებლობას აძლევს. უკრაინელი გოგონები სწავლას განაგრძობენ საქართველოში მოქმედ უნივერსიტეტებში, ინტეგრირდებიან საქართველოს სტარტაპ კომუნაში და სამშობლოში დაბრუნების შემდეგ მიღებულ ცოდნასა და გამოცდილებას თავიანთი ქვეყნის აღდგენასა და შემდგომ განვითარებას მოახმარენ. ინიციატივის ირგვლიც გაერთიანდა ათამდე კერძო ადგილობრივი და საერთაშორისო კომპანია, დონორი ორგანიზაცია და საგანმანათლებლო ინსტიტუტი. პროექტის პარტნიორები არიან თიბისი, Startup Connect, USAID-ის ეკონომიკური მდგრადობის პროექტი უკრაინაში (USAID Economic Resilience Activity in Ukraine), ამერიკული სტარტაპ აქსელერატორი U.S. Market Access Center (USMAC), აჭარა ჯგუფი, გაზელ ფაინენს ჯორჯია, კავკასიის უნივერსიტეტი, ქართულ-ამერიკული უნივერსიტეტი, ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტი (BTU) და ვებსტერის უნივერსიტეტი საქართველოში. 28 ივლისს, თიბისი კონცეპტის სივრცეში პროექტის პარტნიორი კომპანიებისა და ინსტიტუციების წარმომადგენლებმა პრესკონფერენცია გამართეს და საზოგადოებას ინიციატივის შესახებ ინფორმაცია გაუზიარეს. პროექტის „Safe Haven“ მხარდასაჭერად შეიქმნა თიბისის საქველმოქმედო ანგარიში, სადაც ნებისმიერ მსურველს აქვს შესაძლებლობა, დონაცია განახორციელოს და გახდეს ქველმოქმედების მონაწილე. „Safe Haven“-ის საქველმოქმედო ანგარიშის ნომრები: ლარის ანგარიშის ნომერი: GE73TB7318736080100014 მიმღები:ააიპ თიბისელები
The Economist - უკრაინამ სამი წლის განმავლობაში პირველად აიღო ინიციატივა ფრონტის ხაზზე
ზურაბიშვილმა ახალ პატრიარქს მოუწოდა, შეიწყალოს ყველა სინდისის პატიმარი
„რეალური მოლაპარაკებები აღარ მიმდინარეობს“ - უკრაინა ემზადება ომის გასაგრძელებლად აშშ-ის დახმარების გარეშე
პატრიარქმა კირილმა შიო III-ს მშვიდობიანი და კურთხეული პატრიარქობა უსურვა
|
რედაქტორის რჩევით
არჩეული პატრიარქის რუსული კავშირები
არჩეული პატრიარქი შიო მესამედ იწოდა, ვინ იყვნენ შიო პირველი და შიო მეორე
ომი უკრაინაში
The Economist - უკრაინამ სამი წლის განმავლობაში პირველად აიღო ინიციატივა ფრონტის ხაზზე
„რეალური მოლაპარაკებები აღარ მიმდინარეობს“ - უკრაინა ემზადება ომის გასაგრძელებლად აშშ-ის დახმარების გარეშე
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
არჩეული პატრიარქის რუსული კავშირები
დღის თემა
|


ავტორი: R (რეკლამა),



epn.ge (@expressnews.ge)