|
2022-07-28 18:14:52, 1073 ნახვა
საზოგადოება
თავდაცვის სამინისტრო აკადემიის ტერიტორიაზე გარდაცვლილ თანამშრომელზე განცხადებას ავრცელებს
თავდაცვის სამინისტრო სსიპ დავით აღმაშენებლის სახელობის საქართველოს ეროვნული თავდაცვის აკადემიის ტერიტორიაზე სამსახურში ყოფნისას, თავდაცვის ძალების ლოჯისტიკის სარდლობის ინფრასტრუქტურული ცენტრის თანამშრომელის გარდაცვალების ფაქტს ეხმიანება. უწყების პირველადი მონაცემებით, გარდაცვალების მიზეზი შესაძლოა გამხდარიყო გულის უეცარი გაჩერება იყო. მომხდარზე ექპერტიზა უკვე დაწყებულია. "მიმდინარე წლის 28 ივლისს, სსიპ დავით აღმაშენებლის სახელობის საქართველოს ეროვნული თავდაცვის აკადემიის ტერიტორიაზე სამსახურში ყოფნისას, თავდაცვის ძალების ლოჯისტიკის სარდლობის ინფრასტრუქტურული ცენტრის თანამშრომელი, 1971 წელს დაბადებული, სამოქალაქო პირი ელგუჯა კედელაშვილი, შეუძლოდ გახდა. მას პირველადი სამედიცინო დახმარება ეროვნული თავდაცვის აკადემიის სამედიცინო სამსახურის მიერ ადგილზე გაეწია, თუმცა, სამწუხაროდ, მისი გადარჩენა ვერ მოხერხდა. მიუხედავად ამისა, სასწრაფო სამედიცინო დახმარების მანქანამ იგი დაუყოვნებლივ გადაიყვანა „გორმედის“ სამედიცინო დაწესებულებაში, რომელმაც გარდაცვალება დაადასტურა. თავდაცვის სამინისტრო ღრმა მწუხარებას გამოთქვამს აღნიშნულ ტრაგიკულ შემთხვევასთან დაკავშირებით და თანაუგრძნობს გარდაცვლილის ოჯახს", - წერია უწყების განცხადებაში.
|
რედაქტორის რჩევით
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
ომი უკრაინაში
ISW: რუსეთის არმიის რეალური წარმატებები უკრაინაში პუტინის მიერ განცხადებულზე ხუთჯერ ნაკლები აღმოჩნდა
კიევში 7 ივლისი გლოვის დღედ გამოცხადდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)