|
2022-07-28 18:05:21, 844 ნახვა
პოლიტიკა
კობახიძე - დეგნანი რომ ივანიშვილის მეგობარი იყოს, მასზე უსამართლო შეტევას გაემიჯნებოდა
ბიძინა ივანიშვილისა და კელი დეგნანის შეხვედრაზე მე ერთ რამეს გეტყვით. რა თქმა უნდა, ეს პირადი შეხვედრა ვერ იქნებოდა, - ამის შესახებ „ქართული ოცნების“ თავჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ განაცხადა. მისივე თქმით, პირადი შეხვედრები მეგობრებს შორის იმართება, ეს კი მეგობრული შეხვედრა არ ყოფილა. "ერთ რამეს გეტყვით, რომ პირადი შეხვედრა რა თქმა უნდა ეს ვერ იქნებოდა. პირადი შეხვედრები იმართება მეგობრებს შორის. და ჩვენ არ გვაქვს ასეთი ინფორმაცია, რომ ეს შეიძლებოდა ყოფილიყო მეგობრული შეხვედრა. აქ ძალიან მარტივი ლოგიკური დასკვნა შეგვიძლია გამოვიტანოთ. აქედან გამომდინარე, რა თქმა უნდა, სრული უფლება არსებობდა იმის, რომ ამ შეხვედრაზე ყოფილიყო საჯაროდ საუბარი, დასმულიყო კითხვები და გასცემოდა ამ კითხვებს პასუხი. აქ მეგობრობაზე რომ იყოს საუბარი მინიმუმ, ელჩი ასეთ შემთხვევაში გაემიჯნებოდა უსამართლო შეტევას, რომელიც ხორციელდებოდა მეგობარ ბიძინა ივანიშვილზე". - ნათქვამი განცხადებაში. შეგახსენებთ, რომ ბიძინა ივანიშვილმა წერილი გაავრცელა, სადაც კელი დეგნანთან შეხვედრა დაადასტურა
|
რედაქტორის რჩევით
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
ომი უკრაინაში
რუსეთმა და უკრაინამ მშვიდობიანი მოქალაქეები გაცვალეს
ზელენსკიმ დაამტკიცა SBU-ს 40-დღიანი ოპერაცია, რათა რუსეთი ომის დასრულება აიძულოს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)