04:47 - 29 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2022-07-28 14:59:48, 726 ნახვა

პოლიტიკა
იუკნევიჩიენე - სიძულვილი და ჟურნალისტებზე თავდასხმა ევროკავშირის ღირებულებების ფუნდამენტური დარღვევაა

სიძულვილი და თავდასხმა ჟურნალისტების წინააღმდეგ- ეს არის ევროკავშირის ღირებულებების ფუნდამენტური დარღვევა,- ასე გამოეხმაურა ევროპარლამენტარი რასა იუკნევიჩიენე, ირაკლი კობახიძის თავდასხმას „მთავარი არხის“ ჟრნალისტზე.

მისი თქმით, ის რასაც  ახლა ვხედავთ ეს პოსტსაბჭოური დაავადებაა, რაც გულისხმობს დემოკრატიის, არჩევნების და ყველაფრის იმიტაციას, რასაც დემოკრატიას ეძახიან.

„ამაზე არაერთხელ ვისაუბრე - ეს არის ევროკავშირის ღირებულებების ფუნდამენტური დარღვევა, სიძულვილი, თავდასხმა ჟურნალისტების წინააღმდეგ, ახლა რასაც ვხედავთ, რომ მთავარი ოპოზიციური არხის ლიდერი ციხეშია. ეს მსგავსია იმისა, რაც რუსეთში მოხდა, სამწუხაროდ, არაფერი განსაკუთრებული აქ საქართველოსთვის არ არის. ეს პოსტსაბჭოური დაავადებაა - დემოკრატიის იმიტაცია, არჩევნების იმიტაცია, ყველაფრის იმიტაცია, რასაც დემოკრატიას ეძახიან. მაგრამ ეს ძალიან სერიოზული დარღვევაა და სწორედ ეს მოხდა, როცა ძალაუფლებაში პუტინი მოვიდა. თავდასხმები ოპოზიციაზე - პირველ რიგში, მათ ოპოზიცია გაანადგურეს - მანიპულაციები არჩევნების დროს, თავდასხმები მედიაზე და ეს ის გზაა, რომელსაც ქართული ოცნება მიჰყვება, იგივე პოსტსაბჭოური სიტუაცია“,- განაცხადა იუკნევიჩიენემ.

შეგახსენებთ, რომ 25 ივლისს ირაკლი კობახიძეს „მთავარი არხის“ ჟურნალისტმა სთხოვა, შეეფასებინა დავით არახამიას განცხადება იმაზე, რომ "კობახიძის მამა "კაგებეშნიკია", რაზეც მან ჯერ არახამიას უწოდა არაკაცი, შემდეგ კი ჟურნალისტს მიაყენა შეურაცხყოფა.

 

 





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ევროკავშირის დელეგაცია ნატოს სამიტამდე ანკარას ეწვევა
ახალი პოლიტიკური პარტია ჯერ საქართველო დაფუძნდა
ტრამპი ირანს „განადგურებით“ დაემუქრა, თუ თეირანი დარტყმებს არ შეწყვეტს
რუსთავის ქალთა ციხესთან, აქტივისტის ნანა სანდერის მხარდამჭერი აქცია მიმდინარეობს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics