|
2022-07-28 13:49:02, 771 ნახვა
საზოგადოება
სამედიცინო და ფარმაცევტული საქმიანობის რეგულირების სააგენტოსა და პოლონეთის შორის შეხვედრა გაიმართა
სამედიცინო და ფარმაცევტული საქმიანობის რეგულირების სააგენტოსა და პოლონეთის ფარმაცევტულ ინსპექტორატის წარმომადგენლებს შორის შეხვედრა გაიმართა. შეხვედრაზე მხარეებმა ურთიერთთანამშრომლობის მიმდინარე და სამომავლო გეგმები განიხილეს და ერთმანეთს ფარმაცევტული სექტორის ინსპექტირების შესახებ გამოცდილება გაუზიარეს. პოლონეთი-საქართველოს ერთობლივი თანამშრომლობის პროექტის ფარგლებში, წამლის ინსპექტირების სამმართველოს უფროსი ნანა შაშიაშვილი და პოლონეთის მთავარი ფარმაცევტული ინსპექტორატის წამლის საბითუმო ბრუნვის განყოფილების ხელმძღვანელი ანა ჰემპერეკი, სამუშაო ვიზიტით GDP სერტიფიკატის მფლობელ ერთ-ერთ კომპანიაში შპს ,,გლობალფარმი“ იმყოფებოდნენ, სადაც ადგილზე გაეცნენ საბითუმო რეალიზატორის ინფრასტრუქტურას, ხარისხის სისტემას, პროცესების და დოკუმენტაციის მართვის სისტემებს. მიმდინარე წლიდან დაგეგმილია ფარმაცევტულ საწარმოებში, საბითუმო დისტრიბუტორებსა და აფთიაქებში პოლონელი და ქართველი ინსპექტორების ერთობლივი ვიზიტები. პოლონეთი-საქართველოს თანამშრომლობას უდიდესი მნიშვნელობა აქვს როგორც წამლის მიმოქცევის სფეროში საკანონმდებლო ბაზის ჰარმონიზების, ასევე ინსპექტირების უნიფიცირებული სტანდარტების, ნორმების და მიდგომების ჩამოყალიბების მიმართულებით, რაც საბოლოოდ უზრუნველყოფს ეფექტიანი, უვნებელი და ხარისხიანი, ევროპული სტანდარტის სამკურნალო საშუალებების მიმოქცევას საქართველოს ფარმაცევტულ ბაზარზე.
|
რედაქტორის რჩევით
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
ომი უკრაინაში
ISW: რუსეთის არმიის რეალური წარმატებები უკრაინაში პუტინის მიერ განცხადებულზე ხუთჯერ ნაკლები აღმოჩნდა
კიევში 7 ივლისი გლოვის დღედ გამოცხადდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)