|
2022-07-28 13:41:24, 907 ნახვა
პოლიტიკა
ზარქუა - პრეზიდენტმა ხოში მაქვსო და პოლიტიკური ვეტო დადო, კი ბატონო, სექტემბერში დავძლებთ
პრეზიდენტმა ხოში მაქვსო და ასე პოლიტიკური ვეტო დაადო, კი ბატონო, სექტემბერში შევიკრიბებით და დაიძლევა ეს ვეტო,- ამის შესახებ „ქართული ოცნების“ დეპუტატმა ირაკლი ზარქუამ, მოსმენების კანონზე განაცხადა. მისი თქმით, ფარული საგამოძებო მოქმედებების ჩატარების ვადების გაზრდასთან დაკავშირებულ კანონს გავლილი აქვს ყველა ექსპერტული დასკვნა. „ფარული საგამოძებო მოქმედებების ჩატარების ვადების გაზრდასთან დაკავშირებულ კანონს გავლილი აქვს ყველა ექსპერტული დასკვნა. ამის შემდეგ პრეზიდენტმა ვეტო დაადო და რა ჩაწერა, იცით? მე არ მაქვს არანაირი სამართლებრივი არგუმენტი, თუმცა, ჩემი ვეტოს დადების არგუმენტი არის პოლიტიკური. ამით ხომ ყველაფერია ნათქვამი, სამართლებრივად სწორია კი ბატონო, მაგრამ აი, ხოში მაქვსო და ასე პოლიტიკური ვეტო დაადო. კი ბატონო, სექტემბერში შევიკრიბებით და დაიძლევა ეს ვეტო“,- განაცხადა ზარქუამ. შეგახსენებთ, რომ 22 ივნისს საქართველოს პრეზიდეტმა სალომე ზურაბიშვილმა, პირველად გამოიყენა ვეტო ფარული საგამოძებო მოქმედებების ჩატარების ვადების გაზრდასთან დაკავშირებულ კანონზე. პრეზიდენტის განმარტებით, ვეტოს უფლებას იყენებს იმიტომ, რომ არ ეთანხმება აღნიშნულ კანონპროექტს.
|
რედაქტორის რჩევით
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
ომი უკრაინაში
რუსეთმა და უკრაინამ მშვიდობიანი მოქალაქეები გაცვალეს
ზელენსკიმ დაამტკიცა SBU-ს 40-დღიანი ოპერაცია, რათა რუსეთი ომის დასრულება აიძულოს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)