|
2022-07-28 12:13:31, 995 ნახვა
მსოფლიო
კიმ ჩენ ინი - მზად ვართ აშშ-სთან დაპირისპირებასა და ბირთვული ძალის გამოყენებისთვის
ჩრდილოეთ კორეის ლიდერმა კიმ ჩენ ინმა განაცხადა, რომ მისი ქვეყანა „მზადაა მოაბილიზოს“ თავისი ბირთვული შემაკავებელი საშუალებები შეერთებულ შტატებთან და სამხრეთ კორეასთან მომავალ სამხედრო შეტაკებაში. ფხენიანი ემზადება მეშვიდე ბირთვული გამოცდის ჩასატარებლად, რაც შეერთებული შტატების შეფასებით "სწრაფ და ძლიერ" პასუხს გამოიწვევს. „ჩვენი ქვეყნის ბირთვული ომის შემაკავებელი საშუალება მზად არის მოაბილიზოს თავისი აბსოლუტური ძალა ზუსტად და ოპერატიულად, თავისი მისიის შესაბამისად“,- განაცხადა კიმ ჩენ ინმა. კიმის მუქარას წინ უძღოდა სამხრეთ კორეისა და შეერთებული შტატების ერთობლივი სამხედრო წვრთნების გააქტიურება, რასაც ფხენიანი "შეჭრის რეპეტიციას" უწოდებს.აშშ-ს სამხედროებმა 2019 წლის შემდეგ პირველად ჩაატარეს ცეცხლსასროლი წვრთნები სამხრეთში განლაგებული მოწინავე Apache ვერტმფრენების გამოყენებით. კიმმა ასევე გააკრიტიკა სამხრეთ კორეის ახალი პრეზიდენტი იუნ სუკ-იოლი, რომელმაც პირობა დადო, რომ უფრო მკაცრი პოზიცია ექნება ფხენიანის წინააღმდეგ - რაც მოიცავს პრევენციული დარტყმის შესაძლებლობის მობილიზების გეგმას. „ჩვენი ერის წინააღმდეგ სამხედრო ქმედებებზე საუბარი, რომელიც ფლობს აბსოლუტურ იარაღს, რისიც ყველაზე მეტად ეშინიათ, სისულელეა და ძალიან საშიში თვითდესტრუქციული ქმედებაა“, - თქვა კიმმა იუნის ადმინისტრაციაზე, რომელსაც მან „განგსტერების“ ჯგუფი უწოდა.
|
რედაქტორის რჩევით
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
ომი უკრაინაში
კიევზე რუსული ავიაციის მიერ განხორციელებული იერიშის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 30-მდე გაიზარდა, დაიჭრა 90
კიევზე რუსული საჰაერო დარტყმის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 13-მდე გაიზარდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)