|
2022-07-28 10:25:04, 1333 ნახვა
ომი უკრაინაში
რუსმა ოკუპანტებმა კიევის გარეუბნებსა და უკრაინის რიგ რეგიონებს შეუტიეს
რუსმა ოკუპანტებმა სარაკეტო იერიში მიიტანეს ვიშგოროდის რეგიონის ერთ-ერთ თემზე. ამის შესახებ კიევის რეგიონალური სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა ოლექსი კულებამ განაცხადა. მისი თქმით, ცეცხლი ინფრასტრუქტურულ ობიექტს გაუხსნეს. "დაშავებულების შესახებ ინფორმაცია ზუსტდება. ადგილზე უკვე მუშაობს სასწრაფო დახმარების ყველა სამსახური. კიდევ ერთხელ მოგიწოდებთ, უყურადღებოდ არ დატოვოთ განგაში - ჩადით თავშესაფარში. ომი გრძელდება, მტერი აგრძელებს მზაკვრულად სარაკეტო დარტყმებს. “ - წერს კულება. რაც შეეხება ნიკოლაევისა და ხარკოვს - ნიკოლაევის მერმა ალექსანდრე სენკევიჩმა დილის 4 საათზე ძლიერი აფეთქებების შესახებ ინფორმაცია გაავრცელა, ხოლო ხარკოვის მერმა აღნიშნა, რომ ღამეში ორი სროლის ხმა იყო. აღსანიშნავია , რომ დღეს პირველად აღინიშნება უკრაინის სახელმწიფოებრიობის დღე . ცნობისთვის, 24 თებერვალს, დილის საათებში, რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმირ პუტინმა უკრაინის წინააღმდეგ საომარი მოქმედებების დაწყების გადაწყვეტილება მიიღო. უკრაინაში საგანგებო მდგომარეობაა გამოცხადდა და საჰაერო სივრცე ჩაიკეტა. რუსი ოკუპანტები უკრაინას სხვადასხვა მიმართულებიდან უტევენ.
|
რედაქტორის რჩევით
რა მეთოდები გამოიყენება ჟურნალისტებისა და მედიის დისკრედიტაციისთვის
რეჟიმის მიერ წნეხში მოქცეული ქართული მედია - როგორ ხვდება ოცნების პირობებში პრესის თავისუფლების დღეს საქართველო
ომი უკრაინაში
რუსეთმა ოდესაზე მასშტაბური დარტყმა განახორციელა
ოდესაში, რუსული სამხედრო თავდასხმის შედეგად 16 ადამიანი დაშავდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)