04:47 - 29 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2022-07-27 15:33:55, 1104 ნახვა

პოლიტიკა
ნათელაშვილი ივანიშვილზე - ელჩი მაიძულებდა, ომი დამეწყოო, თითქოს ორ დღეში აიღებდა მოსკოვს

ეს წერილი გახლავთ ამერიკის მიმართ მორიგი შანტაჟი, - ასე აფასებს "ლეიბორისტული პარტიის" ლიდერი, შალვა ნათელაშვილი ყოფილი პრემიერ-მინისტრის, ბიძინა ივანიშვილის მიერ გამოქვეყნებულ წერილს. 

მისი თქმით, საუკუნის ტყუილია, როდესაც დასანქცირების შიშის შემდეგ, აშშ-ს ელჩს შანტაჟი და ქვეყნის ომში ჩართვა დააბრალო. 

"საზოგადოების შეწუხებაზე კი არ არის საქმე, მან დაკარგა 600 მილიონი შვეიცარიის ბანკში ძალიან სწორად და კიდევ დაკარგა 2 მილიარდი იმ ტრასტის მეშვეობით, რომელიც თვითონვე დაიქირავა. ეს წერილი გახლავთ ამერიკის მიმართ მორიგი შანტაჟი: აი, მე თუ დავსანქცირდები საბოლოოდ, მაშინ მოვაღებ პირს და ვიტყვი, რომ თქვენი ელჩი თქვენი დავალებით მაიძულებდა, ომი დამეწყო რუსეთისათვის. თითქოს ორ დღეში აიღებდა მოსკოვს. აი საუკუნის ტყუილი, - განაცხადა შალვა ნათელაშვილმა. 

შეგახსენებთ, რომ 27 ივლისს, საქართველოს ყოფილმა პრემიერ-მინისტრმა, ბიძინა ივანიშვილმა განცხადება გაავრცელა, სადაც დაადასტურა, რომ აშშ-ს ელჩს კელი დეგნანს სამი საათის განმავლობაში ხვდებოდა. ოლიგარქმა ასევე გააგრძელა მმართველი პარტიის რიტორიკა იმის შესახებ, რომ "გარკვეულ ძალებს საქართველოს ომში ჩათრევა სურთ". სრული განცხადება შეგიძლიათ ნახოთ აქ

 





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ევროკავშირის დელეგაცია ნატოს სამიტამდე ანკარას ეწვევა
ახალი პოლიტიკური პარტია ჯერ საქართველო დაფუძნდა
ტრამპი ირანს „განადგურებით“ დაემუქრა, თუ თეირანი დარტყმებს არ შეწყვეტს
რუსთავის ქალთა ციხესთან, აქტივისტის ნანა სანდერის მხარდამჭერი აქცია მიმდინარეობს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics