|
2022-07-26 14:20:39, 1930 ნახვა
საზოგადოება
შემოსავლების სამსახური 1 აგვისტოდან გადასახადის გადამხდელებს ვაკე-საბურთალოს სერვისცენტრი აღარ მოემსახურება
ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახური გაცნობებთ, რომ 1 აგვისტოდან გადასახადის გადამხდელებს ვაკე-საბურთალოს მოქალაქეთა მომსახურების სერვისცენტრი აღარ მოემსახურება. აღნიშნული ცვლილება დისტანციური სერვისების გამოყენების ხელშეწყობის მიზნით განხორციელდა და შემოსავლების სამსახურის ელექტრონული სერვისების განვითარების 2019-2020 წლების, ასევე 2021-2024 წლის სტრატეგიისა და 2023 წლის სამოქმედო გეგმის შემადგენელ ნაწილს წარმოადგენს. აღსანიშნავია, რომ პროექტის ფარგლებში, საქართველოს მთავრობის №96 დადგენილებაში, განხორციელებული ცვლილების https://matsne.gov.ge/ka/document/view/5247724?publication=0 თანახმად, ავტორიზებული მომხმარებლის გვერდიდან რეგისტრაციის შემთხვევაში პირი გათავისუფლებულია გარკვეული საფასურის გადასახადისგან, ხოლო რიგ მომსახურებაზე მომხმარებელი განახევრებულ საფასურს იხდის. სწორედ ელექტრონული მომსახურების ფართო მისაწვდომობის შედეგია, რომ ელექტრონული სერვისების მოხმარების მაჩვენებელი 86% არის გაზრდილი. ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახური, ციფრული მომსახურების ინოვაციური ინიციატივების განხორციელებას მომავალშიც აქტიურად გააგრძელებს. აქვე გაცნობებთ, რომ შემოსავლების სამსახურთან კომუნიკაციის მიზნით, დამატებითი ინფორმაციის მისაღებად, შეგიძლიათ დაუკავშირდეთ, საინფორმაციო სატელეფონო ცენტრს - 2 299 299 (ორშაბათიდან- პარასკევის ჩათვლით 09:00 საათიდან -18:00 საათამდე), ასევე ისარგებლოთ - RS ჩათის მეშვეობით, ან დისტანციურ რეჟიმში, ისარგებლოთ შემოსავლების სამსახურის ვებგვერდზე www.rs.ge უკვე არსებული 452 ელექტრონული სერვისით. ამასთან, გადასახადის გადამხდელებს მომსახურების მისაღებად შეუძლიათ ესტუმრონ თბილისში არსებულ გლდანი-ნაძალადევისა (სარაჯიშვილის ქუჩა №1) და ისანი-სამგორის (გულუას ქუჩა № 4) სერვისცენტრებს.
The Economist - უკრაინამ სამი წლის განმავლობაში პირველად აიღო ინიციატივა ფრონტის ხაზზე
ზურაბიშვილმა ახალ პატრიარქს მოუწოდა, შეიწყალოს ყველა სინდისის პატიმარი
„რეალური მოლაპარაკებები აღარ მიმდინარეობს“ - უკრაინა ემზადება ომის გასაგრძელებლად აშშ-ის დახმარების გარეშე
პატრიარქმა კირილმა შიო III-ს მშვიდობიანი და კურთხეული პატრიარქობა უსურვა
|
რედაქტორის რჩევით
არჩეული პატრიარქის რუსული კავშირები
არჩეული პატრიარქი შიო მესამედ იწოდა, ვინ იყვნენ შიო პირველი და შიო მეორე
ომი უკრაინაში
The Economist - უკრაინამ სამი წლის განმავლობაში პირველად აიღო ინიციატივა ფრონტის ხაზზე
„რეალური მოლაპარაკებები აღარ მიმდინარეობს“ - უკრაინა ემზადება ომის გასაგრძელებლად აშშ-ის დახმარების გარეშე
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
არჩეული პატრიარქის რუსული კავშირები
დღის თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)