|
2022-07-26 12:49:06, 1039 ნახვა
საზოგადოება
ზურაბ აზარაშვილმა, ღვიძლის ტრანსპლანტაციის სახელმწიფო პროგრამის პირველი ბენეფიციარი მოინახულა
ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრმა, ჭიათურაში, ორგანოთა ტრანსპლანტაციის სახელმწიფო პროგრამის ბენეფიციარი მოინახულა - დავით ჩხაიძე პირველია, ვინც საქართველოში, აღნიშნული პროგრამით, ღვიძლის გადანერგვის ოპერაცია გაიკეთა და ამისთვის, სახელმწიფომ, 70 000 ლარი გამოყო. უწყების ცნობით, ზურაბ აზარაშვილი, სამინისტროს წარმომადგენლებთან ერთად, დავით ჩხაიძის რეაბილიტაციის პერიოდსა და მისი ჯანმრთელობის მდგომარეობას გაეცნო - პაციენტს ოპერაცია მარტის ბოლოს გაუკეთდა და თავს კარგად გრძნობს. ამჟამად, გეგმურ რეაბილიტაციას ბინაზე აგრძელებს და საჭირო კვლევებსა თუ მედიკამენტებს უფასოდ იღებს. მათივე ცნობით, საქართველოში ჯანმრთელობის დაცვის ახალი სახელმწიფო პროგრამა 2022 წლის იანვრიდან ამოქმედდა, რომელიც, თანამონაწილეობით, ღვიძლის ტრანსპლანტაციას აფინანსებს. პროგრამა, ასევე ფარავს ოპერაციის მოსამზადებელ პერიოდს, შემდგომი რეაბილიტაციისა და მედიკამენტების ხარჯებს.
|
რედაქტორის რჩევით
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
ომი უკრაინაში
ISW: რუსეთის არმიის რეალური წარმატებები უკრაინაში პუტინის მიერ განცხადებულზე ხუთჯერ ნაკლები აღმოჩნდა
კიევში 7 ივლისი გლოვის დღედ გამოცხადდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)