|
2022-07-26 11:53:52, 1066 ნახვა
საზოგადოება
საქართველოს თავდაცვის მინისტრი ბულგარეთის რესპუბლიკის ახალდანიშნულ ელჩს შეხვდა
საქართველოს თავდაცვის მინისტრმა ჯუანშერ ბურჭულაძემ ბულგარეთის რესპუბლიკის ახალდანიშნულ ელჩთან, ვესელინ ვალკანოვთან გაცნობითი ხასიათის შეხვედრა გამართა. თავდაცვის მინისტრმა ბულგარელ დიპლომატს ელჩის თანამდებობაზე დანიშვნა მიულოცა და საქართველოში მომავალ საქმიანობაში წარმატება უსურვა. ჯუანშერ ბურჭულაძემ ელჩს ბულგარეთის მთავრობის მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა. საუბარი შეეხო შავი ზღვის რეგიონის უსაფრთხოების საკითხებს, ასევე არსებული გამოწვევების ფონზე, პარტნიორების მხარდაჭერის მნიშვნელობას. ყურადღება გამახვილდა საქართველოსთვის ევროპული პერსპექტივის მინიჭების საკითხსა და ნატოს მადრიდის სამიტზე მოკავშირეების მიერ „საქართველოზე მორგებული დახმარების ღონისძიებათა დოკუმენტის“ მიღებაზე, რაც კიდევ უფრო მეტ შესაძლებლობებს შექმნის საქართველოს თავდაცვის და უსაფრთხოების სექტორის ნატოს სტანდარტებთან დასაახლოებლად და თავდაცვითი შესაძლებლობების გასაძლიერებლად. თავდაცვის მინისტრმა ხაზგასმით აღნიშნა „ნატო-საქართველოს არსებითი პაკეტის“ (SNGP) განხორციელებაში ბულგარეთის წვლილი. მხარეებმა თავდაცვის სფეროში არსებული ორმხრივი თანამშრომლობის საკითხები, მათ შორის, სამხედრო წვრთნებისა და განათლების თემებიც განიხილეს.
|
რედაქტორის რჩევით
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
ომი უკრაინაში
ISW: რუსეთის არმიის რეალური წარმატებები უკრაინაში პუტინის მიერ განცხადებულზე ხუთჯერ ნაკლები აღმოჩნდა
კიევში 7 ივლისი გლოვის დღედ გამოცხადდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)