|
2022-07-26 11:43:27, 873 ნახვა
პოლიტიკა
პაპუაშვილი - რადიკალური ოპოზიცია ტექნიკური პარლამენტის პროექტზე გადაერთო, რაც სახიფათო თამაშია
პარლამენტის თავმჯდომარის განცხადებით, ოპოზიციის ნაწილი "ტექნიკური პარლამენტის" პროექტზე გადაერთო, რასაც შალვა პაპუაშვილი ხალხის მიერ არჩეული პარლამენტის დელეგიტიმაციის მცდელობად მიიჩნევს. შალვა პაპუაშვილის შეფასებით, მსგავსი პოლიტიკური თვითშემოქმედება აღვივებს პოლიტიკურ პოლარიზაციას და პირდაპირ ეწინააღმდეგება ევროპული საბჭოს მიერ დასახელებული 12 პუნქტიდან პირველივეს - დეპოლარიზაციას. „ნათელია, რომ "ტექნიკური მთავრობის" ჩავარდნილი პროექტის შემდეგ, ოპოზიციის ეს რადიკალური ნაწილი ახლა "ტექნიკური პარლამენტის" პროექტზე გადაერთო, რაც არის ხალხის მიერ არჩეული პარლამენტის დელეგიტიმაციის მცდელობა და კონსტიტუციურ წესწყობილობასთან სახიფათო თამაში",- განაცხადა პაპუაშვილმა. შეგახსენებთ, რომ საპარლამენტო ოპოზიცია ევროკომისიის 12 პუნქტთან დაკავშირებით სამუშაო შეხვედრებს მართავს. მასში ჩართული არიან როგორც ოპოზიციური ფრაქციების წევრები, ასევე დამოუკიდებელი დეპუტატები, არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლები და ექსპერტები. როგორც „სტრატეგია აღმაშენებელში“ აცხადებენ, სამუშაო ჯგუფებში ევროკომისიის 12 რეკომენდაციის შესაბამისი საკანონმდებლო ცვლილების და ინიციატივების შემუშავება მოხდება. ძირითადი თემები, რაზეც ოპოზიციისა და არასამთავრობო ორგანიზაციის წარმომადგენლები ისაუბრებენ ანტიკორუფციულ, მართლმსაჯულებისა და საარჩევნო სისტემის საკითხებს ეხება.
|
რედაქტორის რჩევით
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
ომი უკრაინაში
რუსეთმა და უკრაინამ მშვიდობიანი მოქალაქეები გაცვალეს
ზელენსკიმ დაამტკიცა SBU-ს 40-დღიანი ოპერაცია, რათა რუსეთი ომის დასრულება აიძულოს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)