|
2022-07-26 11:02:02, 664 ნახვა
პოლიტიკა
მათიკაშვილი - კითხვა რომლის ნებისმიერი ვარიაცია შეურაცხმყოფელია, ღირსეული ადამიანისგან ყოველთვის მიიღებს ღირსეულ პასუხს
რაც შეეხება ზოგიერთი ჟურნალისტის "მაღალ" პროფესიულ და ეთიკურ სტანდარტს, კითხვა რომლის ტექსტის ნებისმიერი ვარიაცია შეურაცხმყოფელია, ღირსეული ადამიანისგან ყოველთვის მიიღებს ღირსეულ პასუხს,- ამის შესახებ „ქართული ოცნების“ დეპუტატმი დავით მათიკაშვილი სოციალურ ქსელში წერს. მათიკაშვილის თქმით, არახამია, როგორც რუსული სპეც სამსახურების თვალსაჩინო წარმომადგენელი, ასრულებს პატრონების დავალებას და საქართველოს მტრობაში ეცილება ქვეყნის არაკეთილმოსურნეებს. „ბატონი გია კობახიძე როგორც ეროვნული მოძრაობის ერთ ერთი ლიდერი და შემდგომ, საქართველოს პარლამენტის ვიცე სპიკერი პირადად იყო ჩართული საქართველოს და უკრაინის ახლადფეხადგმული დამოუკიდებელი სახელმწიფოების მეგობრობის და თანამშრომლობის გაღრმევებაში და გამყარებაში, ბატონი არახამია, კი როგორც რუსული სპეც სამსახურების თვალსაჩინო წარმომადგენელი, ასრულებს რა პატრონების დავალებას საქართველოს მტრობაში ეცილება პირველობას ჩვენი ქვეყნის არაკეთილმოსურნეებს. ეს არის რეალობა და არა არახამიას რაღაც ნაბოდვარი სადაც ღია ცილისწამებას და მტრობასთან ერთად აშკარად იკითხება საკუთარი მძიმე ცოდვების სხვისთვის გადაბრალების ამორალური მაგრამ ძალზედ უბადრუკი მცდელობა. რაც შეეხება ზოგიერთი ჟურნალისტის "მაღალ" პროფესიულ და ეთიკურ სტანდარტს, კითხვა რომლის ტექსტის ნებისმიერი ვარიაცია შეურაცხმყოფელია, ღირსეული ადამიანისგან ყოველთვის მიიღებს ღირსეულ პასუხს. ჩემი სრული მხარდაჭერა ძალიან ღირსეული მამის ძალიან ღირსეულ შვილს ირაკლი კობახიძეს“,- წერს მათიკაშვილი. შეგახსენებთ, რომ გუშინ ირაკლი კობახიძეს „მთავარი არხის“ ჟურნალისტმა სთხოვა, შეეფასებინა დავით არახამიას გუშინდელი განცხადება იმაზე, რომ "კობახიძის მამა "კაგებეშნიკია", რაზეც მან ჯერ არახამიას უწოდა არაკაცი, შემდეგ კი ჟურნალისტს მიაყენა შეურაცხყოფა.
|
რედაქტორის რჩევით
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
ომი უკრაინაში
რუსეთმა და უკრაინამ მშვიდობიანი მოქალაქეები გაცვალეს
ზელენსკიმ დაამტკიცა SBU-ს 40-დღიანი ოპერაცია, რათა რუსეთი ომის დასრულება აიძულოს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)