|
2022-07-25 21:05:05, 949 ნახვა
პოლიტიკა
კობახიძე გერონტი ალანიას ექსტრადირებაზე - გასაგებია „ნაცმოძრაობის “ შიში, თუმცა, სამართალი უნდა აღსრულდეს
აბსოლუტურად გასაგებია ნაცმოძრაობის შიში ნებიემიერ ექსტრადიციასთან დაკავშირებით, თუმცა, სამართალი უნდა აღსრულდეს, იმედი გვაქვს, რომ გერმანული სასამართლო სამართლიან გადაწყვეტილებას მიიღებს - განაცხადა „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ ნაცმოძრაობის წერილის კომენტირებისას, რომლის თანახმად, პარტიის პოლიტსაბჭოს წევრები მიუნხენის უმაღლეს რეგიონალურ სასამართლოს სთხოვენ, უარი თქვას სანდრო გირგვლიანის საქმის ერთ-ერთი მთავარი ფიგურანტის გერონტი ალანიას საქართველოში ექსტრადირებაზე. როგორც ირაკლი კობახიძემ აღნიშნა, ნაცმოძრაობა იგივეს აკეთებდა მეგიზ ქარდავას და სხვა კრიმინალების შემთხვევაში მათ შორის იმ მიზეზის გამოც, რომ მათ ეშინიათ, ვიღაცეებმა რაღაცეები არ ილაპარაკონ. „ისინი იგივეს აკეთებდნენ მეგიზ ქარდავას შემთხვევაში, სხვა კრიმინალების შემთხვევაში, მათ შორის იმ მიზეზის გამოც, რომ მათ ეშინიათ, ვიღაცეებმა რაღაცეები არ ილაპარაკონ. მათ ერთად აქვთ ჩადენილი უამრავი დანაშაული, აქედან გამომდინარე, აბსოლუტურად გასაგებია მათი შიში ნებიემიერ ექსტრადიციასთან დაკავშირებით, თუმცა, სამართალი უნდა აღსრულდეს და ჩვენ იმედი გვაქვს, რომ გერმანული სასამართლო სამართლიან გადაწყვეტილებას მიიღებს“ - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.
|
რედაქტორის რჩევით
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
ომი უკრაინაში
რუსეთმა და უკრაინამ მშვიდობიანი მოქალაქეები გაცვალეს
ზელენსკიმ დაამტკიცა SBU-ს 40-დღიანი ოპერაცია, რათა რუსეთი ომის დასრულება აიძულოს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)