|
2022-07-25 17:05:13, 1155 ნახვა
საზოგადოება
ქუთაისის მეტალურგიულ საწარმოში გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის მიერ ინსპექტირებები ჩატარდა
გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტი ჰაერდაცვითი მოთხოვნების შესრულების კონტროლს, მთელი ქვეყნის მასშტაბით, უწყვეტ რეჟიმში ახორციელებს. უწყების ცნობით, დეპარტამენტის მიერ, მიმდინარე წლის მარტსა და ივნისში, ინსპექტირებები ჩატარდა ქუთაისში მდებარე მეტალურგიულ საწარმო შპს „ამბიკონ სტილსში". „30 მარტს ჩატარებული ინსპექტირების შედეგად საწარმოს მიერ გარემოსდაცვითი გადაწყვეტილებით დადგენილი პირობების შეუსრულებლობა გამოვლინდა. 19 აპრილს საწარმოს მიმართ შედგა ადმინისტრაციული სამართალდარღვევის შესაბამისი ოქმი და საქმის მასალები, შემდგომი განხილვის მიზნით, სასამართლოში გადაიგზავნა. 26 ივნისს სასამართლომ შპს „ამბიკონ სტილსი" სამართალდამრღვევად სცნო და 45 000 ლარის ოდენობით ჯარიმა დააკისრა. დეპარტამენტი მოქმედებს კანონმდებლობით განსაზღვრული პროცედურების შესაბამისად და ადგილობრივი მოსახლეობის ინტერესებიდან გამომდინარე. მას შემდეგ რაც გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტი ოფიციალურად მიიღებს კანონიერ ძალაში შესულ ზემოაღნიშნულ სასამართლოს გადაწყვეტილებას, დეპარტამენტის მხრიდან, კანონმდებლობით დადგენილი წესით, გატარდება მაქსიმალურად მკაცრი ზომები”,- აღნიშნულია ინფორმაციაში.
|
რედაქტორის რჩევით
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
ომი უკრაინაში
ISW: რუსეთის არმიის რეალური წარმატებები უკრაინაში პუტინის მიერ განცხადებულზე ხუთჯერ ნაკლები აღმოჩნდა
კიევში 7 ივლისი გლოვის დღედ გამოცხადდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)