10:48 - 12 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2022-07-25 12:31:08, 928 ნახვა

საზოგადოება
10-დან 24 ოქტომბრის ჩათვლით, ქუთაისის აეროპორტის რეაბილიტაციის გამო, Wizz Air ფრენებს თბილისიდან შეასრულებს

10-დან 24 ოქტომბრის ჩათვლით, ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტის რეაბილიტაციის გამო, ავიაკომპანია Wizz Air ფრენებს თბილისის საერთაშორისო აეროპორტიდან შეასრულებს. ამის შესახებ TAV Georgia-ს გენერალურმა მენეჯერმა, თეა ზაქარაძემ ტელეკომპანია BMG-ის ეთერში  განაცხადა.

ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტში ასაფრენ-დასაფრენი ზოლის რეაბილიტაცია იგეგმება ამ მიზეზის გამო, 10 ოქტომბრიდან 24 ოქტომბრის ჩათვლით ფრენები ვერ შესრულდება და აეროპორტი ორი კვირით დაიხურება. სარემონტო სამუშაოები ჩაუტარდება ასაფრენი-დასაფრენი ზოლის საძირკვლის ნაწილს - დაგეგმილია ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტის 2.5 კმ-იანი ასაფრენი ზოლის სრული გეგმური რეაბილიტაცია.  

"იყო სახელმწიფოს თხოვნა, რომ თუ იქნებოდა შესაძლებლობა, ჩვენ მიგვეღო ყველა ის რეისი, რომელიც ქუთაისში დღეს სრულდება. გამოვთქვით მზადყოფნა და გიდასტურებთ, რომ ოქტომბერში, 14 დღის განმავლობაში ყველა რეისი, რომელიც ქუთაისის აეროპორტში უნდა შესრულებულიყო, თბილისის საერთაშორისო აეროპორტში შესრულდება. რაც შეეხება სხვა გეგმებს Wizz Air-თან მიმართებაში, ჯერჯერობით არანაირი გეგმა გამოკვეთილი არ გვაქვს. მაგრამ თუ მოთხოვნა იქნება, თუ ეს იქნება საინტერესო როგორც ჩვენი მგზავრებისთვის და რა თქმა უნდა, ჩვენი კომპანიისთვის და ასევე თავად Wizz Air-ისთვის, რატომაც არა, განხილვადია. ოღონდ, კიდევ ერთხელ დავკონკრეტდები, რომ ამ ეტაპზე ეს არის მხოლოდ 2 კვირაზე". - განაცხადა ტელეკომპანია BMG-ის ეთერში TAV Georgia-ს გენერალურმა მენეჯერმა, თეა ზაქარაძემ. 

 





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
დეკანოზი ანდრია პოლიტპატიმრების შეწყალებაზე: კვლავ დავაყენებთ საკითხს და ვისაუბრებთ ამაზე ხელისუფლებასთან
მეუფე ილარიონი ვარაუდობს, რომ შიო III სინდისის პატიმრები გათავისუფლების საკითხს დააყენებს
პატრიარქ შიო III-ის აღსაყდრება დაიწყო - ცერემონიალს ბიძინა ივანიშვილიც ესწრება
The Economist - უკრაინამ სამი წლის განმავლობაში პირველად აიღო ინიციატივა ფრონტის ხაზზე
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics