|
2022-07-22 13:43:45, 701 ნახვა
საზოგადოება
გია ნოდია - ჩემგან „დაჩაგრულმა“ სტუდენტმა მომწერა, მთავრობაში მყავს ახლობლები და ისინი მოგხედავენო
ერთ-ერთმა ჩემგან „დაჩაგრულმა“ სტუდენტმა მომწერა, რომ მთავრობაში მყავს ახლობლები და ისინი მოგხედავენო, - ამის შესახებ პოლიტოლოგი და თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორი, გია ნოდია საკუთარ "ფეისბუკ" გვერდზე წერს. მისივე თქმით, საგამოცდო პერიოდში პროფესორები ხშირად არიან სტუდენტების ზელოწის ქვეშ, რომლებიც წუწუნებენ, რომ მაღალი შეფასება ეკუთვნით, თუმცა მუქარის ფაქტი ჯერ არ ჰქონია. "საგამოცდო პერიოდში პროფესორები ვწუწუნებთ ხოლმე, რომ სტუდენტების (ცხადია, მათი მცირე ნაწილის) ზეწოლის ქვეშ ვართ: ზოგი ენერგიულად და სხვადასხვა არგუმენტით გვარწმუნებს, რატომ უნდა დავუწეროთ იმაზე მაღალი შეფასება, ვიდრე ვუწერთ. მეც ცხადია ამ დღეში ვარ, მაგრამ ვთვლი, რომ სამსახურის ნაწილია, ასე რომ ამაზე დიდად არ დამიჩივლია (მხოლოდ სხვებს ვულაიქებდი). მედგრად ვუძლებ, ისევე, როგორც ივლისის სიცხეს, ბენზინზე ფასების ზრდას, ირაკლი კობახიძის განცხადებებს და სხვა ცხოვრებისეულ გამოწვევებს.
|
რედაქტორის რჩევით
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
ომი უკრაინაში
ISW: რუსეთის არმიის რეალური წარმატებები უკრაინაში პუტინის მიერ განცხადებულზე ხუთჯერ ნაკლები აღმოჩნდა
კიევში 7 ივლისი გლოვის დღედ გამოცხადდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)