|
2022-07-21 23:11:07, 588 ნახვა
პოლიტიკა
ზურაბ აზარაშვილი : „სამედიცინო პერსონალს ღირსეული ანაზღაურება უნდა ჰქონდეს“
„სახელმწიფო პროგრამებში მონაწილე კლინიკებს ექნებათ ვალდებულება, ექიმების, ექთნების, სანიტრებისა და სხვა რგოლის თანამშრომლებისთვის ანაზღაურების მინიმალური ზღვარი დააწესონ ისე, რომ მათი ხელფასები ღირსეული იყოს“- ამის შესახებ ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრმა „საზოგადოებრივი მაუწყებლის“ ეთერში ისაუბრა. ზურაბ აზარაშვილის განცხადებით, სამედიცინო დაწესებულებებმა მხოლოდ სახელმწიფო ბიუჯეტიდან გაცემული დაფინანსებით, მილიარდზე მეტი შემოსავალი მიიღეს. საოპერაციო მოგების გათვალისწინებით, მინისტრმა, სამედიცინო სექტორის წარმომადგენლებს სახელფასო სისტემის გადახედვისკენ მოუწოდა. ზურაბ აზარაშვილმა ცვლილების განხორციელების კონკრეტული დრო არ დაასახელა, თუმცა აღნიშნა, რომ ყველა სიახლის რეალიზებაზე სამინისტრო აქტიურად მუშაობს და არც ეს ინიციატივა იქნება ის საკითხი, რომლის განხორციელებასაც წლები დასჭირდება.
|
რედაქტორის რჩევით
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
ომი უკრაინაში
რუსეთმა და უკრაინამ მშვიდობიანი მოქალაქეები გაცვალეს
ზელენსკიმ დაამტკიცა SBU-ს 40-დღიანი ოპერაცია, რათა რუსეთი ომის დასრულება აიძულოს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)