|
2022-07-21 23:07:06, 561 ნახვა
პოლიტიკა
დაბა კოჯორში, იუნკერთა ქუჩაზე საგზაო მოძრაობა აღდგენილია
აღნიშნული ცვლილება 22 ივლისიდან ასევე, შეეხება N316 მარშრუტს, რომელიც სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, დროებით იყო შეცვლილი. ავტობუსი კვლავ იმოძრავებს კოჯრის გავლით, ბარათაშვილის ქუჩის მიმართულებით. თბილისის მერიის ინფრასტრუქტურის განვითარების საქალაქო სამსახური იუნკერთა ქუჩაზე, სადაც მიწის მასის ჩამოშლის გამო გზის სავალი ნაწილი დაზიანდა, მეწყერსაწინააღმდეგო ღონისძიებებს ახორციელებს. აღნიშნულ მისამართზე უსაფრთხოების მიზნით, გზის სავალ ნაწილზე საავტომობილო მოძრაობა შეზღუდული იყო. ამ დროისთვის, ტერიტორიაზე ვერტიკალური ანკერების მოწყობა დასრულებულია და დამცავი კედლის ფუნდამენტის მოწყობა მიმდინარეობს, რის შემდეგაც რკინაბეტონის კედლის მშენებლობა განხორციელდება. სამუშაოების დასრულების შემდეგ, საავტომობილო მოძრაობა სრულად აღდგება.
|
რედაქტორის რჩევით
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
ომი უკრაინაში
რუსეთმა და უკრაინამ მშვიდობიანი მოქალაქეები გაცვალეს
ზელენსკიმ დაამტკიცა SBU-ს 40-დღიანი ოპერაცია, რათა რუსეთი ომის დასრულება აიძულოს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)