08:22 - 29 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2022-07-21 23:05:03, 544 ნახვა

პოლიტიკა
ზურაბ აზარაშვილი კოვიდინფიცირებულების ჰოსპიტალიზაციაზე

სამწუხაროდ, არის შემთხვევები, როდესაც პაციენტები ჰოსპიტალიზაციას არ საჭიროებდნენ და შესაძლებელი იყო მათი ბინაზე მკურნალობა, თუმცა, კლინიკების სუბიექტური დამოკიდებულების გამო, მათ სტაციონარში ტოვებდნენ“, - ამის შესახებ ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრმა „საზოგადოებრივი მაუწყებლის“ ეთერში ისაუბრა.

ზურაბ აზარაშვილის განცხადებით, კოვიდით დაინფიცირებული პაციენტების არამიზნობრივი ჰოსპიტალიზაციის შემთხვევაში, სამედიცინო მომსახურების ხარჯების ანაზღაურება არ მოხდება და პასუხისმგებელი უშუალოდ კლინიკა იქნება.

როგორც მინისტრმა აღნიშნა, ქვეყანაში, ბოლო რამდენიმე კვირის განმავლობაში, სტაბილური ეპიდვითარებაა და მნიშვნელოვანი მატება არ შეინიშნება. ასევე, მინიმალურია იმ პაციენტების რაოდენობა, ვისაც ჰოსპიტალიზაცია სჭირდება.

ზურაბ აზარაშვილის განმარტებით, შემთხვევების დიდი ნაწილი, რომელიც COVID-19-ის ახალ შტამთან არის დაკავშირებული, მსუბუქია და ჰოსპიტალიზაციას არ საჭიროებს.

 





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
ევროკავშირის დელეგაცია ნატოს სამიტამდე ანკარას ეწვევა
ახალი პოლიტიკური პარტია ჯერ საქართველო დაფუძნდა
ტრამპი ირანს „განადგურებით“ დაემუქრა, თუ თეირანი დარტყმებს არ შეწყვეტს
რუსთავის ქალთა ციხესთან, აქტივისტის ნანა სანდერის მხარდამჭერი აქცია მიმდინარეობს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics