|
2022-07-21 21:01:07, 1125 ნახვა
პოლიტიკა
კობახიძე კასიანოვზე - კიდევ ერთხელ დადასტურდა, რომ უკრაინის ხელისუფლების მხრიდან არის სურვილი საქართველოში იქცეს მეორე ფრონტი
უკრაინის ხელისუფლების მხრიდან არის სურვილი, რომ საქართველოში იქცეს მეორე ფრონტი. - ამის შესახებ „ქართული ოცნების“ ლიდერმა ირაკლი კობახიძემ განაცხადა. მისივე თქმით, საზოგადოებამ უნდა განსაჯოს ეს ყველაფერი და რამდენად სწორია ეს დამოკიდებულება უკრაინის ხელისუფლების მხრიდან. "კიდევ ერთხელ მოხდა აფიშირება, რასაც ამდენი ხანი ვამბობთ. არის პირდაპირი სურვილი, გამოხატული სურვილი უკრაინის ხელისუფლების მხრიდან, რომ საქართველო გახდეს მეორე ფრონტი. რაც, სამწუხაროდ, კიდევ ერთხელ გაიმეორა კასიანოვმა. საზოგადოებამ უნდა განსაჯოს ეს ყველაფერი და რამდენად სწორია ეს დამოკიდებულება უკრაინის ხელისუფლების მხრიდან". - ნათქვამია განცხადებაში. შეგახსენებთ, რომ ბოლო დღეების განმავლობაში "ქართული ოცნების" ლიდერები ორაზროვან განცხადებებს აკეთებენ ევროპარლამენტარებთან და საქართველოში აშშ-ს საელჩოსთან მიმართებაში, ასევე აღსანიშნავია მმართველი პარტიიდან წასული სამი დეპუტატის - ხუნდაძის, ყაველაშვილისა და სუბარის განცხადებები.
|
რედაქტორის რჩევით
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
ომი უკრაინაში
რუსეთმა და უკრაინამ მშვიდობიანი მოქალაქეები გაცვალეს
ზელენსკიმ დაამტკიცა SBU-ს 40-დღიანი ოპერაცია, რათა რუსეთი ომის დასრულება აიძულოს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)